ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დიდი ბრიტანეთი საქართველოს დიდი მოკავშირე ქვეყანაა და ამ...

“დიდი ბრიტანეთი საქართველოს დიდი მოკავშირე ქვეყანაა და ამ მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ელჩს მარკ კლეიტონს” – გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის და რესპუბლიკური პარტიის ლოდერები საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდნენ

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერები „რეფორმების ჯგუფის“ სახელით საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიას და უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლის წინაშეც რეგიონთან ერთად დღეს საქართველოც დგას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაზრდილი საფრთხეების ფონზე ერთობის უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც ოპოზიციონერების აზრით ხელისუფლების ნების გამო არ შედგა:

დიდი ბრიტანეთის ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ასევე ყურადღება გავამახვილეთ მოსალოდნელ საფრთხეებზე რუსეთის მხრიდან, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, კონკრეტულად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და მცოცავ ანექსიაზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა თუ, როგორი მნიშვნელოვანია ერთობა გაზრდილი საფრთხეების ფონზე, რომელიც ჩვენი ინიციატივით, მრავალი მცდელობის მიუხედავად არ შედგა ხელისუფლების ნების გამო. დიდი ბრიტანეთი, საქართველოს დიდი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანაა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ნატოს წევრობას. ამ მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ელჩს მარკ კლეიტონს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სერიული მკვლელები არიან ხელისუფლებაში” – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში მძიმე...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...