შაბათი, მაისი 31, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებისაოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის...

საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაცია

2018 წლის 6 სექტემბერს, საოლქო საარჩევნო კომისიებში დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაციის ვადა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად კონკურსის შესახებ აწარმოა საინფორმაციო კამპანია, მათ შორის სოციალური ქსელების საშუალებითაც, დაინტერესებული მოქალაქეების ინფორმირების და მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.

„73 საარჩევნო ოლქის 3 637 საარჩევნო უბანზე არსებულ 21 822 ვაკანტურ ადგილზე  შევიდა 29 797 კონკურსანტის განცხადება, საშუალოდ ერთ ვაკანტურ ადგილას 1. 37 განცხადება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 8-12 სექტემბრის პერიოდში, ხოლო 13 სექტემბრიდან დაიწყება უფლებამოსილი, 4 საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, ცესკომ უკვე მიმართა რეკომენდაციებით საოლქო საარჩევნო კომისიებს, რათა მათ  საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესში გაითვალისწინონ შემდეგი კრიტერიუმები:

  • კარგი პროფესიული და საარჩევნო გამოცდილება;
  • საარჩევნო ადმინისტრაციაში კვალიფიციურად და მიუკერძოებლად მუშაობის გამოცდილება;
  • საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროგრამებში, მათ შორის „საარჩევნო განვითარების სკოლა“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ და სხვა მონაწილეობა;
  • საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობისას, ბოლო 2 წლის განმავლობაში არაერთგზის დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების არქონა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული კანდიდატის/პარტიის/საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიას.

„ცესკო მიმართავს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას, აქტიურად დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევას, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას. ცესკო კიდევ ერთხელ მადლობას უხდის კონკურსში მონაწილე მოქალაქეებს საარჩევნო პროცესებში ჩართულობის მზაობისთვის და დარწმუნებულია, რომ საუბნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი წარიმართება კანონმდებლობის შესაბამისად და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა იქნება მორიგი წარმატებული და სანდო არჩევნების მნიშვნელოვანი გარანტი“, – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისია

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილმა ეს სპექტაკლი, წარმოდგენა ვერ უნდა გამართოს და ამის გარშემო გავერთიანდეთ! საქართველო ივანიშვილის გარეშე!...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის...

“ჩვენი მიზანია ივანიშვილის დამხობა და ამის შემდეგ არჩევნების ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება...

“დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მონაწილე ვთანხმდებით ერთ რამეზე - საქართველო...

“იმ არჩევნებში, რომელსაც ატარებს ბიძინა ივანიშვილი, არსებობს გაყალბების დიდი საფრთხე” – პაატა ბურჭულაძე

ქართველი საოპერო მომღერალი, მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე კომენტარს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ბოლო სერიაში კობახიძე ტიტლიკანა დარბის ქუჩაში და ბუტბუტებს დიფსთეითი, დიფსთეითი, დიფსთეითი…” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, ირონიული მინიშნებით, თავის...