spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით იქნებოდა...

“თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით იქნებოდა უკრაინა – სწორედ ამაზე ვსაუბრობდი 25 თებერვალს” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომენტარს აკეთებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ლიდერის აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომის შემჩერებელი ჯერ-ჯერობით არავინაა:

,,კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ რაც ხდება დღეს უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის, ყველასთვის უაღრესად შემაშფოთებელი.

4000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის დანგრეული, განადგურებული. ქალაქები არის მიწასთან გასწორებული. ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს, ამ უდებურებას და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები.

სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა. ასეც არის!

თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის ოკუპირებული დღეს რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი თქვენ ხედავთ რომ გრძელდება. ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ვხედავთ, რომ ჯერ-ჯერობით არავინ არის.

ასე, რომ კიდევ ერთხელ მე მინდა გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ჩვენი მთავრობის სახელით უკრაინის, უკრაინელების მიმართ.

ჩვენ 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ უკრაინაში და მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ. იქნება ეს განათლების მიმართულებით, ჯანდაცვის, სხვა ნებისმიერი მათი საჭიროების გადაწყვეტის მიხედვით. ჩვენ ასეც გავაგრძელებთ და რა თქმა უნდა ჩვენი დიდი სურვილი, ჩვენი ოცნება არის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ იმ ქვეყნებს და იმ ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რადგან რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

ფადი ასლი: “ბედნიერებას არაფერი აქვს ფულთან საერთო…”

ბიზნესმენ ფადი ასლის პოზიცია-მინიშნებები: "ზოგიერთი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ არასდროს...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...