შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიბექა ძამაშვილი: "სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა...

ბექა ძამაშვილი: “სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა”

იუსტიციის მინისტრმა, ბექა ძამაშვილმა, იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილების თაობაზე ისაუბრა, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მისი მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობას.

კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმესთან მიმართებაში, არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა.

შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ სტანდარტებთან – სრულად დაცულია მისი უფლებები და ინტერესები.

მიხეილ სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა და არასათანადო მკურნალობას“, – აცხადებს ბექა ძამაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პროტესტი რომ არ აწუხებდეთ, ყოველ კვირას ახალ რეპრესიებს კი არ გამოაცხადებდნენ” – გია ჯაფარიძე

საპროტესტო აქტივობებთან მიმართებაში, მმართველი პარტიის დამოკიდებულებაზე საუბრობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, მეტროსადგური “ვარკეთილი” 12 ივლისიდან დაიკეტოს 45 დღით” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო, მეტროსადგური...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...