,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, საქართველოს პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ოკუპირებული ცხინვალთან დაკავშირებულ საკითხზე:
,,ძალიან სახიფათოა – შუაგულ ქართლში, შიდა ქართლი ჰქვია სინამდვილეში ამ ტერიტორიას. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ძალიან დიდი პროვოკაცია!
საუბრობენ ოსური ხალხის ინტერესზე, სადაც არის ძირი, ასე ვთქვათ, ტერიტორია ვლადიკავკასში – იქ ოსურ ენაზე საშუალო სკოლებიც კი არ აქვთ ამ ადამიანებს და საქართველოს მიწაზე ითხოვენ სახელმწიფოს არსებობას, რაც აბსურდია – იცის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ რუსეთის და რამდენიმე ეგზოტიკური სახელმწიფოს გარდა.
რა თქმა უნდა საქართველო არის ერთიანი, განუყოფელი. ამაზე არც შეიძლება არსებობდეს მოლაპარაკება, მაგრამ საფრთხე არის რეალური.
ახლა რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?! – ამოვიღოთ ხმა!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ინფორმაციისთვის: ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია და რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს ამ საკითხთან დაკავშირებით.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე