spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებისაზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა მერიას - მშენებლობა ელბაქიძის აღმართის...

საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა მერიას – მშენებლობა ელბაქიძის აღმართის მიმდებარედ

31 მარტს, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ და მოქალაქეებმა უკვე მეორედ მიმართეს თბილისის მერიას და საკრებულოს ელბაქიძის აღმართის მიმდებარედ დაგეგმილ მასშტაბურ მშენებლობასთან დაკავშირებით:

 

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ კახი კალაძეს

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების მეორე ღია წერილი

მოგმართავთ ღია წერილით, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება და განგაში, თბილისში, ელბაქიძის აღმართზე, მიხეილ ჯავახიშვილის სახლის სიახლოვეს, საქანელას ქუჩაზე დაგეგმილი მასშტაბური მშენებლობის გამო.

სს „სილქნეტის“ მიერ ინიცირებული ეს პროექტი, ლახავს ქალაქის ისტორიული განაშენიანების და მასში დაცული ძეგლების სივრცით-არქიტექტურულ გარემოს. მშენებლობა, რომელიც სრულიად ცვლის ქალაქის ისტორიულ მახასიათებლებს, უშვებს განაშენიანების არატრადიციული ფორმების დომინაციას, რაც დამღუპველია ჩვენი იდენტობის და კულტურის შემადგენელი- თბილისის ისტორიული ნაწილისათვის. ამ მასშტაბის ჩარევა, მომავალში, ბიძგს მისცემს მარჯვენა სანაპიროზე, მასიური და უსახური სხვა მშენებლობების განხორციელებას. ყოველივე ზემოთთქმული, ეწინააღმდეგება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობას.

პროექტის მოცულობამ და თბილისის ისტორიული ნაწილის დამცავი ზონების რეგლამენტთან მისმა შეუთავსებლობამ, მანამდეც არა ერთხელ აღაშფოთა საზოგადოება. ქალაქის მერსა და საკრებულოს, 2020 წლის ბოლოს, პირველი ღია წერილით მივმართეთ. მაშინ პროექტის შეჩერებამ გააჩინა მოლოდინი, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროფესიული არგუმენტაცია, ქალაქის მთავრობისა და საკრებულოსთვის, მნიშვნელოვანი გახდებოდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუმცა, არსებითი ცვლილების გარეშე, ხელახლა წარმოდგენილი პროექტის გეგმარებითი დავალება მაინც დამტკიცდა. გეგმის თანახმად, მრავალფუნქციურ, კომერციულ კომპლექსს სს „სილქნეტი“ მათ შორის, 4, 12 და 25 სართულიანი შენობების მეშვეობით განახორციელებს.

საკითხის განხილვისას, მერიის კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს დამსწრე წევრთა ნახევარმა, უარყოფითად შეაფასა და მძიმე დახასიათება მისცა პროექტს. მათი განცხადებით პროექტი „გაუაზრებელია ურბანული თვალსაზრისით, მიუღებელია მისი მასშტაბი, არქიტექტურული გადაწყვეტა, დამოკიდებულება ლანდშაფტთან, არქიტექტურულ გარემოსთან. წარმოდგენილი პროექტი არა მარტო უგულებელყოფს ისტორიული ქალაქის თავისებურებებს, არამედ უპირისპირდება მას“.

პროექტი პრობლემურია, ეკოლოგიური კუთხითაც, რამდენადაც, ტერიტორიის ძირითადი ნაწილი სარეკრეაციო ზონითაა დაფარული და მასზე დიდტანიანი ხეები ჭარბობს. საბჭოს ერთ-ერთი წევრის პოზიციის თანახმად, „სანაპიროს გამწვანებული ერთიანი ზოლი აღარ დომინირებს მიმდებარე ტერიტორიაზე, ის ჩაანაცვლა სანაპიროს მთელ მონაკვეთზე პერიმეტრულმა განაშენიანებამ, რომელიც უცხოა მარჯვენა სანაპიროს ძველი თბილისის ამ მონაკვეთისთვის. საპროექტო მოცემულობით ხდება ტერიტორიის მოსწორება და ერთიან რკინაბეტონის ქვაბულში ჩასმა, რაც საბოლოოდ გააქრობს ბუნებრივ რელიეფს“.

საბჭოს იმ წევრებს, ვინც თანხმობა გამოუცხადა პროექტს, არ წარმოუდგენიათ რაიმე ვალიდური დასაბუთება მათი პოზიციის მხარდასაჭერად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პროექტის დროებითი შეჩერება, მხოლოდ საზოგადოებივი პროტესტის ჩაცხრობას ემსახურებოდა, ხოლო ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღებისას, ქალაქის ხელისუფლება ამოვიდა სს „სილქნეტის“ და არა ქალაქის ისტორიული ნაწილის ინტერესებიდან.

წინამდებარე წერილით მოვითხოვთ, არ მისცეთ სს „სილქნეტს“ თბილისის ისტორიული ნაწილის განადგურების უფლება:

  • ბათილად ცნოთ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, რათა პროექტს არ მიეცეს მსვლელობა სანებართვო პროცესის შედეგ სტადიებზე;
  • პროფესიული წრეების ფართო ჩართულობით, უზრუნველყოთ ტერიტორიისთვის ჩარჩო-დოკუმენტის მომზადება, რომელიც ინვესტორს ისტორიული ქალაქის ინტერესიდან გამომდინარე განუსაზღვრავს განაშენიანების ძირითად პარამეტრებს და ქალაქგეგმარებით მახასიათებლებს.

ხელმომწერები:

ღია საზოგადოების ფონდი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
მწვანე ალტერნატივა
ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო)
ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
საქართველოს ეროვნული ფონდი
მწვანეები
საზოგადოება „ბათომი“
სამოქალაქო მოძრაობა პარტიზანული მებაღეობა
ეკო ცენტრი-მოძრაობა „გავიგუდეთ“
დიღმის ჭალების სამეზობლო თემი
საზოგადოებრივი ხელოვნების პლატფორმა
ანა ბიბილაშვილი, არქიტექტორი, ურბანისტი
მარინე მიზანდარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
ცირა ელისაშვილი, მხატვარ მონუმენტალისტი
ლალი პერტენავა, ხელოვნებათმცოდნე
სოფიო ზვიადაძე, სოციოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნინო ინაიშვილი, ხელოვნებათმცოდნე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისეთი გააფთრებული თავდასხმებია ალიანსზე, გულწრფელი ვიქნები და წარმატების ისეთ მოლოდინს მიჩენს, აქამდე რომ არ...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას...

“ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ”, ერთად ვიზრუნოთ ხალხზე და ქვეყანაზე” – თეონა ჭალიძის საქმიანობის 1 წლის...

ოპოზიციონერ პოლიტიკოსმა, წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველების (და არა მარტო)...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...