სამშაბათი, ივნისი 17, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიისტორიული ფაქტები"სტრატეგია აღმაშენებელმა" საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელისმომწერ...

“სტრატეგია აღმაშენებელმა” საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელისმომწერ უზენაეს საბჭოს წევრებს პარლამენტში უმასპინძლა

31 წელი გავიდა 1991 წლის 31 მარტს საქართველოში გამართული საყოველთაო სახალხო რეფერენდუმიდან, რომელშიც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი რეფერენდუმში მონაწილე საქართველოს მოქალაქეების 98.9%-მა დაუჭირა (მონაწილეობა კი მიიღო საარჩევნი ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 90.3%-მა).

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ პარლამენტში 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, სადაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელისმომწერ უზენაესი საბჭოს წევრებს უმასპინძლა. ვაშაძე მიიჩნევს, რომ ეს დღე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და აღნიშნავს, რომ ამაზე დგას საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფუნდამენტი:

გილოცავთ დღევანდელ დღეს 31 მარტს, 31 წლის წინ რეფერენდუმში მონაწილე მოსახლეობის 98.9%-მა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს დღე ყველამ ავღნიშნოთ, რადგან ამაზე დგას საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფუნდამენტი.

ჩვენ დღეს ვმასპინძლობთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს, ეს არის ის სიმბოლური დაფასება, რომელიც შეიძლება გავაკეთოთ ამ ადამიანებთან მიმართებაში.

გამოვდივართ წინადადებით, რომ დაფასებული იყოს მათი ღვაწლი კონკრეტული ინიციატივებით პარლამენტში.

როდესაც ვსაუბრობთ ეროვნულ თანხმობაზე, სწორედ მსგავს დღეს, მსგავს საკითხებში ერთიანობას და თანხმობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ნიკა გვარამიას გაუმარჯოს – კაცს, რომელიც საკუთარი ფეხით მივიდა ციხეში” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

კახა კალაძე მილანში საქართველოს გენერალური საკონსულოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას, რომელიც ვისკონტების...

პაატა მანჯგალაძე: “მათე დევიძე – სიმბოლო იმისა, რისიც ეშინია სისტემას”

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...