spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი" - გია ვოლსკის...

“ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი” – გია ვოლსკის პოზიცია ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილზე

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას კრიტიკული შეფასებისა და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო მწვავე კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი:

,,ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. ოლიგარქები არიან ადამიანები, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით!

ეს არის განსხვავება ის, რაც არ იცის ფოტიგამ და ალბათ ვერც გაიგებს რა განსხვავებაა!

დანაშაულებები არის უმძიმესი, რომელიც ჩაიდინა არა მარტო პირადად სააკაშვილმა, არამედ იმ სადისტურმა სისტემამ, რომელიც მან შექმნა.

ამის შესახებ ფოტიგას ან წარმოდგენა არ აქვს, ან იმ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, რომელიც დღეს გლდანის ციხიდან უკარნახეს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის. ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოქვეყნებული წერილით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელს მიმართა და ერთის მხრივ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობა ღრმად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და ღირებულებებს, ხოლო მეორეს მხრივ აცხადებს, რომ მე-3 პრეზიდენტის მიმართ ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება წაქეზებულია საქართველოს მთავრობაზე არაფორმალური კონტროლის მქონე ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც, მისი თქმით, ამავდროულად რუსეთთანაა დაკავშირებული.

 

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილი ტვიტერზე

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

ნიკა გვარამია: “დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი…”

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...