spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმის ნაცვლად, რომ ვიყოთ გამარჯვებულ მხარეს, შეიძლება აღმოვჩნდეთ...

“იმის ნაცვლად, რომ ვიყოთ გამარჯვებულ მხარეს, შეიძლება აღმოვჩნდეთ არსად” – გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კომენტარს აკეთებს უკრაინაში მიმდინარე ომთან, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომდინარე პროცესებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ დიდი ბრძოლა პუტინის დამარცხებით დასრულდება და ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს:

,,პუტინი დამარცხდება, ხალხნო! ვინც მენტალურად მათ გულშემატკივრობს და შინაგანად მალავს თავის ქვენაძნობებს, ყველას მინდა ვუთხრა, რომ ვერცერთ შემთხვევაში პუტინი და რუსეთი ამ დიდ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებს, დამარცხდება და თქვენ დარჩებით იმ დამარცხებულ მხარეს!

რაც შეეხება აფხაზებს და ოსებს, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სამწუხაროდ, მათ არავინ არ ეკითხება თავის ნებას, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში, შემიძლია ვისაუბრო ჩემს, საქართველოში არსებულ ხელისუფლებაზე, რომლის აი ამ, ასე ვთქვათ, შუალედურმა პოზიციამ შეიძლება დაგვაკარგინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა.

და იმის ნაცვლად, რომ ვიყოთ გამარჯვებულ მხარეს, შეიძლება აღმოვჩნდეთ არსად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“ოლიგარქიული სახელმწიფო: სამი რამ გადაბმული ერთმანეთში…” – ანა დოლიძე

სასამართლო ხელისუფლებაზე აქცენტით, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ხალხისთვის"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...