კვირა, ივლისი 6, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდაპირისპირება"პრეზიდენტს არასწორად აქვს გაგებული მისი კომპეტენცია" - ირაკლი...

“პრეზიდენტს არასწორად აქვს გაგებული მისი კომპეტენცია” – ირაკლი კობახიძე

ელჩების დანიშვნის საკითხზე პრეზიდენტსა და ,,ქართულ ოცნებას“ შორის უთანხოებაა და ორივე მხარე საკუთარ განმარტებას აკეთებს, კერძოდ საქართველოს მთავრობა აღნიშნული პროცესის გაჭიანურების თაობაზე აკეთებს განცხადებას, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს. საკითხთან დაკავშირებით მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ელჩებთან დაკავშირებით პრეზიდენტი პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ვერ იმსჯელებს:

,,რატომ დასჭირდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება პრეზიდენტის ადმინისტრაციას არის გაუგებარი.

ელჩების დანიშვნა/განთავისუფლება არ არის რეალურად პრაქტიკული თვალსაზრისით მისი კომპეტენცი და ამიტომ უწევს, როგორც ჩანს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება. ეს ყველაფერი დასტურდება დოკუმენტებით.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 5 ელჩი არ დანიშნა პრეზიდენტმა მთავრობის წარდგინების მიუხედავად და ერთის განთავისუფლებაზე თქვა უარი.

წერილობით უარში, რომელიც გამოიგზავნა, იყო მოცემული, ასევ ვთქვათ, უარის ე.წ. არგუმენტები. თავისთავად ის, რომ ასეთ პოლიტიკურ არგუმენტებს აბრუნებს პრეზიდენტი, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, რომ პრეზიდენტს არასწორად აქვს გაგებული მისი კომპეტენცია.

როდესაც პრეზიდენტს წარედგინება ელჩის კანდიდატურა, ის ამოწმებს სამართლებრივად ხომ არ არის რაიმე ხარვეზი ამ წარდგინებაში.

პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე ვერ იმსჯელებს პრეზიდენტი!

სარჩელის მიზანი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იმის დადგენა, თუ როგორ უნდა განიმარტოს ესა თუ ის კომპეტენცია.

აქ იყო სპეკულაციები იმაზე, რომ ვიღაცას უნდა პრეზიდენტის დასჯა, რაც არის ცარიელი სპეკულაცია მარტივი მიზეზის გამო – არავის არ სჯის საკონსტიტუციო სასამართლო. ერთადერთი, რასაც გააკეთებს ეს არის კომპეტენციის შინაარსის განმარტება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ ჩაიჯ*ამთ” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მორიგი წერილი საპატიმროდან,...

“ივანიშვილი საბოლოოდ კლავს ქართულ განათლებას, ანგრევს იმ სისტემებს რომელიც მე დიდი რუდუნებით ავაშენე” –...

განათლებისა და მეცნიერების სფეროში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს და მძიმე...

“ლელოს” გადაწყვეტილება არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...