ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: დღეს, ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი წინაღობა ხართ...

გიორგი ვაშაძე: დღეს, ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი წინაღობა ხართ თქვენ – “ქართული ოცნება”

პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მთავარი წინაღობა არის „ქართული ოცნება“:

დღეს, დაჩქარებული წესით, პრეზიდენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ვიხილავთ, მაგრამ დაჩქარებული წესი არასდროს გამოიყენება იმ რეფორმებისათვის, რაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას სჭირდება. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს?!

სამწუხაროდ უნდა ვთქვა: დღეს, ევროკავშირში ინტეგრაციის მთავარი წინაღობა ხართ თქვენ – “ქართული ოცნება”. თქვენ არ გინდათ რეფორმები, რადგან ფიქრობთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში, ვერ შეინარჩუნებთ ძალაუფლებას. ფიქრობთ, რომ მიუკერძოებელი სამართალდამცავი ორგანოების შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებთ ძალაუფლებას.

ჯერ კიდევ არ არის გვიან, რომ გვქონდეს ერთიანი სამოქმედო გეგმა საქართველოს მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, გადაიდგას კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული სამყაროს გვერდით, ამ მართლაც ისტორიული დაპირისპირების და უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური კატაკლიზმების პირობებში.

დღეს გავლებულია წითელი ხაზი და აქ შენ ხარ ხან ერთ მხარეს, არ მეორე მხარეს. სხვა გზა არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე ენჯეოებზე: “ისინი ჩართულები იყვნენ რევოლუციურ სცენარში და მცდელობები ჰქონდათ, ქვეყანაში მოეწყოთ სახელმწიფო...

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოში არსებული რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ...

“კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით თბილისი აქცია ქალაქად, რომელიც ცხოვრობს ტრაგედიიდან, ტრაგედიამდე” – სოფო ჯაფარიძე

“კალაძემ თავისი კორუფციული სქემებით, სამწუხაროდ, თბილისი აქცია ქალაქად, რომელიც...

“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...