სამშაბათი, ივნისი 17, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილიტერატურა და შემოქმედება"ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ამაზე და ასე დავწერდი🙁..."...

“ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ამაზე და ასე დავწერდი🙁…” – რატი ამაღლობელის ლექსი მიძღვნილი უკრაინაში დაღუპული გმირებისადმი

სოციალურ ქსელში უკრაინისთვის დაცემული გმირებისადმი მიძღვნილ ლექსს აქვეყნებს რატი ამაღლობელი:

“ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ოდესმე ამაზე და ასე დავწერდი 🙁” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე რატი ამაღლობელი…

უკრაინისთვის დაცემულ გმირებს

მცირე ხნით განგაშის-ხმა დადუმდა გარიჟრაჟზე,
სიკვდილი რომ არ გახდეს ჩალის ფასი –
ალყის ქვეშ მყოფი ქალაქის კათედრალში
შეჰყავთ დაღუპული ჯარისკაცი.

გზა დროშებ-დახრილი, და თვალებ-დახრილი
ტაძრისკენ მიუძღვის ჯარისკაცს,
სიკვდილი მყუდროა ბავშვობის სახლივით,
იქ ლურჯი ზღვაა და ქარის ხმა…

იყუჩე ჯარისკაცო, მიენდე სიმაღლეებს,
სივრცეებს მიენდე გადაშლილს,
იქ მეტი სინათლეა, იქ მეტი სილაღეა,
არ აღწევს ელდა და განგაში.

დნეპრივით დიდი და ვეება მდინარება
გიპყრობს, გეუფლება, გიუნჯებს.
ის მუდამ ტანჯვის უკან იმალება –
მედინი უკვდავების სილურჯე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩემი სრული მხარდაჭერა ნიკა გვარამიას! მერამდენედ უნდა დაიჭირონ ასე უსამართლოდ?” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა...

“ირაკლი კობახიძემ, როგორც იქნა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმას დავიწყებთო” – რომან გოცირიძე

მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძის განცხადებას, სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმასთან...