ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონო ირაკლი, გაიგონეთ ხალხის ხმა! მე სრულიად სოლიდარული...

“ბატონო ირაკლი, გაიგონეთ ხალხის ხმა! მე სრულიად სოლიდარული ვარ იმ მოთხოვნების, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ – გააუქმეთ აქციზის გადასახადი” – გიორგი ვაშაძე

ვწუხვარ, რომ თქვენ ედრებით ამერიკას და გერმანიას მაგრამ გავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის პრემიერმინისტრი” – „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ასე გამოეხმაურა.

ოპოზიციონერმა ლიდერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეახსენა, რომ ხალხი იმ აქციზის გაუქმებას მოითხოვს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ 2016 წელს გააორმაგა. გიორგი ვაშაძემ ღარიბაშვილს ხალხის მოსმენისკენ მოუწოდა და განუმარტა, თუ რას უნდა დააკლოს დანახარჯები აქციზის გაუქმების შემთხვევაში.

ბატონო ირაკლი სრულიად აცდენილია თქვენი განცხადება იმ უმძიმეს რეალობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ვწუხვარ, რომ თქვენ ედრებით ამერიკას და გერმანიას, მაგრამ გავიწყდებათ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, იმ ქვეყნის, სადაც ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ ბრძოლა საკვების მოსაპოვებლად.

გუშინ აქციის მონაწილეებს უმარტივესი მოთხოვნა ჰქონდათ – მოგეხსნათ აქციზის გადასახადი საწვავზე, იცით რომელი აქციზის გადასახადი? – რომელიც თქვენმა მთავრობამ 2016 წელს გააორმაგეთ.

არაერთხელ, ფინანსთა მინისტრის პარლამენტში ვიზიტის დროს, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს აქციზის გადასახადი იმისთვის, რომ საწვავის გაიაფება მოხდეს და ადამიანებმა შეძლონ მინიმალური თანხის მიტანა ოჯახში, თქვენ კი ამაზე უარს ამბობთ.

რა თანხაზეა საუბარი? – 500 მილიონის ხარჯზე და შემოსავალზე ბიუჯეტში.

რას უნდა დააკლოთ აქციზის გაუქმების შემთხვევაში ეს დანახარჯები? – თქვენს ფუფუნების საგნებს, თქვენს მიერ დაფინანსებულ არაერთ ბიუროკრატისთვის ხელფასებს და პრემიებს.

ამიტომ ბატონო ირაკლი, გაიგონეთ ხალხის ხმა, მე სრულიად სოლიდარული ვარ იმ მოთხოვნების, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ – გააუქმეთ აქციზის გადასახადი, ეს არის გამოსავალი ამ უმძიმეს პირობებში, თქვით უარი იმ არაერთ ბიუროკრატიულ დანახარჯზე, რომელიც ბიუჯეტიდან გაქვთ და ელემენტალურად მაინც გაიზიარეთ საქართველოს მოქალაქეების ტკივილი, რომელიც მათ აქვთ“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლა არჩევნებში შესვლა ნიშნავს შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდომას, რაც იმ ხალხის ღალატი იქნება” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“ერთი დრო არავის შერჩენია, აუცილებლად დავასრულებთ ამ რეჟიმს…!” – ბესო გაზდელიანი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსმა, ბესო გაზდელიანმა, რამდენჯერმე დაჯარიმების თანხის გადანაწილებაზე სახელმწიფო...

“თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს ომი ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება” – ზურაბ ბატიაშვილი

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...