შაბათი, მაისი 10, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს გადაწყვეტილება არის ტესტი სალომე ზურაბიშვილისთვის - გამოიყენებს...

“ეს გადაწყვეტილება არის ტესტი სალომე ზურაბიშვილისთვის – გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას?” – რომან გოცირიძე

ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრი რომან გოცირიძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერის განმარტებით, თუ სალომე ზურაბიშვილი გამოიყენებს ვეტოს უფლებას, შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქართველოს პრეზიდენტი საბოლოოდ გაემიჯნა ,,ქართულ ოცნებას“:

,,რა თქმა უნდა, ყველაფერი დაკავშირებულია უკრაინასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებთან. უნდათ ის გააჩუმონ.

აბსურდია, როდესაც კანონში შედის ისეთი ცვლილება, რომელიც პრეზიდენტს უკრძალავს საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლებას.

ეს გადაწყვეტილება, რომელიც ახლა იქნება მიღებული არის ამავე დროს ტესტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილისთვის – გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას? მოაწერს ხელს, გამოაცხადებს კაპიტულაციას, გამოიყენებს ვეტოს უფლებას, რომლის დაძლევის შანსი არის, რა თქმა უნდა, ოღონდ ეს არ უნდა იყოს საბაბი ამ კანონის ხელმოწერისა, ამ შემთხვევაში, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის უკვე საბოლოოდ გაემიჯნა ,,ქართულ ოცნებას“ და ფაქტობრივად მივიღეთ ახალი მარგველაშვილი მისი სახით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი გეზის გამოცვლას, ვერ შეძლებთ ამ ამაყი ქართველი ერის დაჩოქებას”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“ქვეყანა ღრმა კრიზისშია – ივანიშვილი იმალება, კობახიძე კი ზიზღითა და სარკაზმით ელაპარაკება როგორც საზოგადოებას,...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ქვეყანაში შექმნილ ღრმა პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...