ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი...

გიორგი ვაშაძე – ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს – „ქართული ოცნება“ ან ევროკავშირი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ბრიუსელში ვიზიტის პირველივე დღიდან აქტიურად განაგრძობს შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან. ვაშაძემ მორიგი შეხვედრა საქართველოს მეგობარ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან გამართა.
ოპოზიციონერი ლიდერის თქმით – ევროპარლამენტარები პროგნოზირებენ, რომ ქართველი ხალხი შეიძლება არჩევანის წინაშე დადგეს – „ქართული ოცნება“ ან ევროკავშირი.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიუხედავად ოპოზიციის აქტიური მცდელობისა, ნაწილობრივ მაინც დაკომპენსირდეს „ქართული ოცნების“ უპასუხისმგებლო ქმედებები, როგორც ჩანს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის საკმარისი არ არის, რადგან ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ ჩაანაცვლებს.

შეხვედრა მქონდა საქართველოს და ქართველი ხალხის დიდ მეგობართან, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთან. ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე და უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე.

მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენი მეგობარი ევროპარლამენტარების მსგავსად კუბილიუსმა გაიმეორა არის ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაუხვია ევროპაში ინტეგრაციის გზიდან. უფრო და უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება საქართველოს ხელისუფლების კურსთან მიმართებაში. შეხვედრაზე კუბილიუსმა აღნიშნა, რომ საბოლოოდ შეიძლება საქართველოს მოუწიოს არჩევანის გაკეთება „ქართულ ოცნებას“ და ევროკავშირს შორის. ყალიბდება აზრი, რომ ჩვენი ხელისუფლება, ევროკავშირი და დასავლური ღირებულებები ერთმანეთთან შეუთავსებელია.

მხოლოდ ოპოზიციის აქტიურობა საკმარისი არ არის საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ის, რის გაკეთებასაც ვერ ახერხებს მმართველი პარტია, მაგრამ ოპოზიცია ვერ ჩაანაცვლებს ხელისუფლებას, ძირითადი ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება რეფორმების გატარების და ვალდებულებების შესრულების კუთხით, რა თქმა უნდა ხელისუფლებას ენიჭება.

ოპოზიციური მხარე მზად ვართ ამ საკითხებში მონაწილეობა მივიღოთ, გვქონდა შეთავაზებები მმართველი მხარის მისამართით, თუმცა ისინი ჯიუტად გაურბიან ამ ერთობას. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა ნაწილობრივ მაინც დავაკომპენსიროთ ხელისუფლების უპასუხისმგებლო ქმედებები, როგორც ჩანს საკმარისი არ არის არც ევროკავშირისთვის, არც ევროპარლამენტარებისთვის და რაღა თქმა უნდა, არც საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

პაატა მანჯგალაძე: “ჩვენი ამოცანაა ერთობა, წინააღმდეგობა და ბრძოლა”

და კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს ხელისუფლებას და ოპოზიციურ პარტიებს, საზოგადოებას...

“კი შენ დარჩები ისტორიაში ხვაშაქ ცოქალივით…” – გიგი უგულავა

მმართველი პარტიის დეპუტატების განცხადებებთან დაკავშირებით, ოპოზიცონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა...

“განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ნიკუშათი, გარდა იმისა, რომ ბევრ რამეში გაჭრილი ვაშლივით მგავს, კიდევ უფრო...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თინა ბოკუჩავას, პეტრე ცისკარიშვილის...