ხუთშაბათი, ივლისი 17, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილი: "მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, გვერდში დაუდგეს...

შალვა პაპუაშვილი: “მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით”

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ გვერდში დაუდგეს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ერთიანი პოზიციის ნაწილი გახდეს ყველას  ძალისხმევა ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ამ გზაზე, ის არჩევანი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გაკეთებული აქვს და ის კონსტიტუციური ჩანაწერი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ გაითავისოს და ამ არჩევანის შესაბამისად იმოქმედოს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და ამ კუთხით, წამყვანი როლი სწორედ საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას ეკისრება. მისივე თქმით, მნიშნელოვანია, რომ საქართველოს მთავარობას ყველა პოლიტიკური ჯგუფი გვერდით დაუდგეს იმისთვის, რომ ეს გზა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად გაიაროს:

იცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანია რეფორმების გატარება, მათ შორის, რაც შეეხება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოვებას, ეს არის რთული ტექნიკური სამუშაო, რომლის გაწევაც უწევს მთავრობას და ამავე დროს პარლამენტსაც კანონმდებლობის კუთხით, ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ, რომ იმ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის მართვაზე და მთავრობას, რომელსაც ეს პასუხისმგებლობა აქვს აღებული, ყველანაირად გვერდით დავუდგეთ და ჩავერთოთ ამ სამუშაოში.

სამშაბათს თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მესამე მოსმენით მხარი დაუჭიროთ „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ კანონს და ეს კიდევ ერთი ნაბიჯი არის ჩვენი კანონმდებლობის დაახლოვებისა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.

მნიშნელოვანია, რომ ამ მხრივ ყველა გვერდში დავუდგეთ საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ეს გზა რაც შეიძლება მალე გავიაროთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

ნიკა გვარამია: “ოლიგარქია უნდა დაემხოს!”

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ნიკა გვარამიას წერილი საპატიმროდან: "არასწორად გამოყენებულ სიტყვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“ეს არა მხოლოდ უდიდესი ღალატის აქტია, არამედ ამ 500 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევთ შემდგომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება, მმართველი პარტიის...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...