spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბატონმა მდინარაძემ წინასწარ საიდან იცის სტრასბურგის სასამართლოში რას...

“ბატონმა მდინარაძემ წინასწარ საიდან იცის სტრასბურგის სასამართლოში რას მიიღებენ და რას არ მიიღებენ?” – სერგო ჩიხლაძე

,,ქართული ოცნების“ მთავარმა სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ვარაუდი გამოთქვა, რომ სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სარჩელს დასაშვებად სცნობს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ:

,,სტრასბურგის სასამართლო ასე არ იღებს ხომ საქმეებს? – ანუ მართლა არსებობს საფუძველი და ამას ადასტურებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენი ორგანიზაციებიც – იგივე სახალხო დამცველი, სხვა ანგარიშები, რომ დიახაც, აქ ნამდვილად საქმე აქვს იმ დეტალებს, რაც აკმაყოფილებს საქმის დასაშვებლობას, იმ კრიტერიუმებს.

მეორე კითხვა ის არის, რომ ბატონმა მდინარაძემ წინასწარ საიდან იცის სტრასბურგის სასამართლოში რას მიიღებენ და რას არ მიიღებენ?! – რამდენადაც ვიცი, ბატონი მდინარაძე, ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები არ არიან არც სასამართლოს წევრები, არც იმ სასამართლოში არ მუშაობენ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციისთვის: ტელეკომპანია “იმედის” ეთერში პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის საჩივარმა სტრასბურგში შეიძლება გადალახოს დასაშვებლობის ეტაპი, რასაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დაცვის მხარე და მხარდამჭერები პიარულ გამარჯვებად გამოაცხადებენ, რაც მდინარაძის თქმით არაა ლოგიკური, რადგანაც ეს არ ნიშნავს რომ სასამართლომ გაამართლა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...