შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიის, რასაც შალვა პაპუაშვილი "უსაგნო ფაცი ფუცს" ეძახის,...

ის, რასაც შალვა პაპუაშვილი “უსაგნო ფაცი ფუცს” ეძახის, გადამწყვეტია ახლა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და სწორედ ეს არის ევროპარლამენტარების პოზიცია დღეს – გიორგი ვაშაძე

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გიორგი ვაშაძე შეხვედრებს ევროპარლამენტარებთან მართავს. დღეს ის მარია კალიურანდს, სვენ მიქსერს და მარკეტა გრიგორევას შეხვდა.

ევროპარლამენტარებთან განხილული იქნა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია. გიორგი ვაშაძემ ევროპარლამენტარებს ქვეყნის უსაფრთხოებასთან და ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით “სტრატეგია აღმაშენებლის” ხედვები გააცნო.

როგორც ევროპარლამენტარები აცხადებენ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მწყობრი და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა, დემოკრატიული რეფორმების პაკეტზე დაჩქარებული მუშაობა და ერთიანი პოზიციის ჩვენება საქართველოს მხრიდან. ევროპარლამენტარებმა ხაზი გაუსვეს, რომ ევროპამ უნდა დაინახოს, საქართველოს პოლიტიკური ძალები, მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა ერთიანი არიან ევროკავშირისკენ სწრაფვაში და ერთობლივ ნაბიჯებს დგამენ იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რაც აუცილებელია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროპარლამენტარების მხრიდან ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და დახმარების მზაობა:

საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის სისწრაფე დამოკიდებული არის დემოკრატიული რეფორმების გატარების სისწრაფეზე. სწორედ იმ რეფორმების, რომელიც გაწერილი იყო 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაში და რომელიც გააუქმა “ქართულმა ოცნებამ”.

კიდევ ერთი მოლოდინი, რაც ჩვენ დასავლელ პარტნიორებს აქვთ, არის ერთიანი პოზიციის ჩვენება, რომ ჩვენ ერთიანები ვართ ჩვენს დასავლურ მისწრაფებებში. სწორედ ამ ერთიანობაზე და ერთობლივი დღის წესრიგის შექმნაზე გვითხრა “ქართულმა ოცნებამ” უარი, რითაც კიდევ ერთხელ აზარალებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს.

ის რასაც შალვა პაპუაშვილი „უსაგნო ფაცი ფუცს“ ეძახის გადამწყვეტია ახლა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და სწორედ ეს არის ევროპარლამენტარების პოზიცია დღეს. ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს მე ბრიუსელში შეხვედრებს ვმართავ ცალკე და ვერ ვაჩვენებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს იმ ერთობას, რომელსაც ასე ელიან ჩვენგან და რომელიც ასე სჭირდება ჩვენს სამშობლოს“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

“აზერბაიჯანსაც ომი უნდა?!” – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილის კონკრეტული პარალელი და (არა)რიტორიკული შეკითხვა: "ალიევივით ქვეყნის გამთლიანების...

ლევან ხაბეიშვილი: დიდი წმენდაა დაწყებული “ოცნებაში”

„დიდი წმენდაა დაწყებული „ოცნებაში“, ლილუაშვილს ქვეყნიდან გასვლა აქვს აკრძალული,...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“გახარია გაიქცა, სალომე თავისუფალია!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის ბონდო მძინარაშვილის ირონიული...