spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: ექვსი დღეა შესაბამისი სამსახურები დედაქალაქის გზებს...

კახა კალაძე: ექვსი დღეა შესაბამისი სამსახურები დედაქალაქის გზებს 24-საათიან რეჟიმში წმენდენ

დედაქალაქში გადაუღებელი თოვის პარალელურად, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად შეფერხებებისა, ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ გაჩერებულა.

დედაქალაქში მარტისთვის უჩვეულო დიდთოვლობაა. თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გარკვეულ შეფერხებები შეიქმნა, თუმცა, „თბილსერვის ჯგუფი“, გამგეობებისა და კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლები მობილიზებული იყვნენ.

დაიყარა 5 000-მდე ტონა ტექნიკური მარილი. გაწმენდის სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. დარჩენილია მეორადი ქუჩები, შესახვევები, სადაც ვაწყდებით პრობლემებს. მაგალითად, ზოგ ადგილას ავტომობილები არის გაჩერებული და სპეციალურ ტექნიკას მუშაობაში უშლის ხელს.

შეფერხებას გადაუღებელი თოვაც უშლის ხელს, თუმცა, განვაგრძობთ სამუშაოებს. ამ დრომდე, ცენტრალურ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ გაჩერებულა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, „თბილსერვის ჯგუფისა“ და რაიონების გამგეობების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

მინდა, მადლობა გადავუხადო „თბილსერვის ჯგუფის“, „ეკოსერვისისა“ და გამგეობების თითოეულ თანამშრომელს. ასევე, მადლობა ჩემს მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს, რომელიც ახლაც ქუჩაშია და გაწმენდის სამუშაოებშია ჩართული.

ვცდილობთ, თითოეული ქუჩა და ჩიხი გავწმინდოთ, თუმცა, მოქალაქეები თუ დაგვეხმარებით და საკუთარი სახლების ირგვლივ გაასუფთავებთ გზას, მადლობელი ვიქნებით. ამის უამრავი მაგალითიც არსებობს. მადლობა ამ ადამიანებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკუთარი თავი და მისთვის ყველაზე ძვირფასი – საკუთარი ოჯახის...

„ყოველთვის, როდესაც ოპოზიცია მორიგ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის, მათი პარტიული...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...