ოთხშაბათი, აპრილი 30, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითუ ვინმემ უნდა აგოს პასუხი და წავიდეს დათმობებზე...

თუ ვინმემ უნდა აგოს პასუხი და წავიდეს დათმობებზე ეს რუსეთია – ვასო ურუშაძე

HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასო ურუშაძე რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხს და რესეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმიანება და მწვავედ აკრიტიკებს მას:

კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის,  სერგეი ლავროვის უტიფარი განცხადება, რომელიც ულტიმატუმის ენით ესაუბრება დამოუკიდებელი სახელმწიფოს.  ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, ის საქართველოს მთავრობისგან გაურკვეველ დათმობებზე წასვლას და კაპიტულანტური პოლიტიკის გატარებას ითხოვს. ეს, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე, რუსეთის პოლიტიკური გავლენების საერთაშორისო საზოგადოებისთვის დემონსტრირება.

არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia გმობს აღნიშნულ განცხადებას და რუსეთის მთავრობას შეახსენებს, რომ სწორედ მან დაარღვია ცალმხრივად ორ ქვეყანას შორის ავია-მიმოსვლის შესახებ დადებული ხელშეკრულება და თუ ვინმემ უნდა აგოს პასუხი და წავიდეს დათმობებზე, ეს რუსეთია.

დღეს, ორ ქვეყანას შორის საავიაციო ხელისუფლებების ურთიერთობებს არეგულირებს 1993 წელს გაფორმებული „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საჰაერო მომოსვლის შესახებ შეთანხმება“, რომელიც ცალმხრივად, რუსეთის  მხრიდან ჯერ 2006 წელს დაირღვა, შემდეგ  2008 წელს საომარი მოქმედებებისას  და ახლა უკვე მესამედ, 20 ივნისის მოვლენების პასუხად.

 რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანასთან, ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს და დადებულ შეთანხმებებს არანაირი სამართლებლივი ძალა არ გააჩნია.  რუსეთის მხრიდან შეთანხმების ცალმხრივად და არაერთხელ დარღვევის მიუხედავად, საქართველოს არ გააჩნია ბერკეტი,  დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები  და ეროვნული ავიაკომპანიები. ამის გამო, მილიონობით ლარის  ზარალი ადგება საქართველოს ეკონომიკას და კერძო სექტორს.

აქედან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia  მიმართავს საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას და კატეგორიულად მოითხოვოს, რომ ორ ქვეყანას შორის ,,საჰაერო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმება მოექცეს საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში. კერძოდ, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის-ევროკავშირის, კერძოდ “EASA”-ს (ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) ჩართულობით   გაფორმდეს ახალი სამმხრივი შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებს რუსეთ-საქართველოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობას, რითიც ეს ურთიერთობა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში მოექცევა.

ჩვენ ვიზიარებთ ქართული ავიაკომპანიების პოზიციას, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ფრენების უპირობოდ და მოლაპარაკებების გარეშე აღდგენა არ უნდა მოხდეს და აუცილებელია შეიქმნას მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატი. მიგვაჩნია, რომ პროცესი საკუთარ თავზე უნდა აიღოს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ევროკავშირმა, კერძოდ ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. აღნიშნულ ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში უნდა მონაწილებდნენ- სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ეროვნული ავიაკომპანიები და საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლები.

მოლაპარაკების პროცესი უპირობოდ ბრიუსელში უნდა წარიმართოს და  ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს იურისტების ჩართულებით გაფორმდეს ახალი სამმხრივი  ხელშეკრულება.  მომავალში, აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობების თავიდან ასაცილებლად კი, დამრღვევ  მხარეს დაეკისროს სანქციები და კერძო სექტორზე მიყენებული ფინანსური  ზიანის ანაზღაურების ვალდებულება“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია” – მურმან დუმბაძე

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო დაგეგმილ მკვლელობასთან...

“დაიხურება მთავარი არხი, გაიხსნება ახალი” – ნიკა გვარამია

ტელეკომპანია "მთავარი არხი" დაიხურა, რის თაობაზეც გაკეთდა ოფიციალური განცხადება....

“ჩემი არჩევანი იქნება “ქართული ოცნება” იმისათვის რომ არ მოვიდეს ნაცები!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს "ქართული ოცნების"...

“ივანიშვილის ჩოჩორი სანქციებს გადაურჩა, ისე გაძვრა” – ნინო ჯანგირაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პოლიტიკიდან წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა ჟორჟოლიანი მათთვის საფრთხეა იმიტომ რომ ხმამაღლა ამბობს სიმართლეს და ხალხის მხარეს დგას”...

სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელების სახლებში დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები შევიდნენ და...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...