spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ, ოპოზიციის არც ერთ ინიციატივას...

“ჩვენ, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ, ოპოზიციის არც ერთ ინიციატივას არ განვიხილავთ” – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე, პოლიტიკური პროცესების შეფასებასთან ერთად სპეციალურ განცხადებას აკეთებს:

პირველ რიგში, კიდევ ერთხელ, ჩვენი სოლიდარობა უკრაინას და უკრაინელ ხალხს.

საქართველო განაგრძობს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ ყველა საერთაშორისო პოლიტიკურ პლატფორმაზე. ასევე გრძელდება ჰუმანიტარული დახმარების გაწევა.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ღია აგრესიისა და საომარი ქმედებების პარალელურად, საქართველოში ომის პარტია და მისი დანაყოფები აგრძელებენ საინფორმაციო, ჰიბრიდულ ომს საქართველოს წინააღმდეგ.

საქართველო კვლავ ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ წარმოებული ომის პარალელურად თავის ქვეყანაში ჰიბრიდული ომის წარმოებით ებრძვის საკუთარ ქვეყანას და მის ხელისუფლებას.

ალბათ ყველას გახსოვთ ცრუ ინფორმაციების კასკადი და ომში ჩართვის რეგულარული მცდელობები მათი მხრიდან, რასაც ბოლო დღეებში ახალი, ჰაერიდან მოტანილი ტყუილები დაემატა.

მაგალითად:

საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს დააბრალეს, თითქოს საჯარო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში რუსული სექტორის აღდგენა ხდება, ასევე მოიგონეს თითქოს ბათუმში იხსნება რუსული სკოლა, თითქოს პარლამენტში განსახილველად შედის მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები, რაც მათივე შექმნილი ფეიკის მიხედვით საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინებას უკავშირდება; თქვეს რომ საქართველოს საჰაერო სივრცე რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაკვეთა; საუბრობდნენ ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობის სასწრაფო წესით დაწყებაზე და ა.შ. ეს არის მათი მავნებლობების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი.

ყველა მათგანი აბსოლუტურად საზოგადოებაში მღელვარების გამოსაწვევად შექმნილი მათივე მოგონილი ამბავია.

ამის პარალელურად აყენებენ სხვადასხვა ინიციატივებს, რომლებიც, თან პროპაგანდისტულ თუ პოპულისტურ მიზნებს ემსახურება, პარალელურ რეჟიმში კი პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება ომის პარტიის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, ჰიბრიდულ ომს და საქართველოს ომში ჩათრევის მიზანს.

ამასთან ერთად, ბოლო დღეებში დაიწყეს ისეთი თემების აქტუალიზაცია, რომლებიც, ამ ვითარებაში, ცალკე აღებულიც, წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს მტრობას.

ერთ-ერთი ასეთი თემა 17 მარტს, თავის სასამართლო პროცესზე ახსენა ომის პარტიის ლიდერმა სააკაშვილმა, რის შემდეგაც მათ თავიანთ მედიასაშუალებებში შიდაპროპაგანდა და თანამშრომლების დარწმუნებაც კი დასჭირდათ, რომ თემის აქტუალიზაცია მოეხდინათ და საკითხის წამოწევა დღეს, სააკაშვილის განცხადებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გაბედეს.

ცალსახად უნდა ითქვას, ამ ვითარებაში, მსგავსი თემების აქტუალიზაცია არის არა მხოლოდ მტრის წისქვილზე წყლის დასხმა, არამედ პირდაპირ საქართველოს მტრობა.

შესაბამისად, ომის პარტიის მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ განვიხილოთ ომის პარტიის, ასევე მისი დანაყოფების არც ერთი ინიციატივა.

წარმოუდგენელია შეხვიდე იმ ხალხის მიერ ინიცირებული საკითხების შინაარსის განხილვაში, რომლებიც ჰიბრიდულ, საინფორმაციო ომს აწარმოებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

მათი მიზანია საქართველო ჩაითრიონ ომში, გაზარდონ სამომავლო რისკები ან, როგორც მინიმუმ, უკიდურესი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენონ ქვეყნის იმიჯს, მის ეროვნულ და ეკონომიკურ ინტერესებს, ამით კი თავად რამენაირად ისარგებლონ. ამიტომ ჩვენ, საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ მათ არცერთ ინიციატივას არ განვიხილავთ.

ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სიტუაციაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობის უზრუნველყოფის და ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე! ამისათვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ინფორმაციას პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...