“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მწვავე პოზიცია-შეფასება კვლევითი ორგანიზაცია “გორბის” გამოკითხვის შედეგებზე რუსეთის მედიის რეაქციაზე და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტება/ბრალდებები
“დილიდან რუსეთის სამთავრობო ტელევიზიები სიხარულით აუწყებენ მთელ მსოფლიოს, რომ ტელეკომპანია “იმედით” გამოცხადებული “გორბის” გამოკითხვებით ლამის მთელი საქართველო თურმე წინააღმდეგია რუსეთის მინიმუმ ფინანსური პასუხისმგებლობისა უკრაინაში ჩადენილი აგრესიის გამო.
გორბი – დე-ფაქტო მალხაზ გულაშვილისაა (თუ გულა ჭინჭარაულის როგორც დაირქვა), რომელიც ჯერ კიდევ ეროვნულ მოძრაობაში ჩანერგა მოსკოვმა აგენტ-რეზიდენტად და დღესაც უფინანსებენ რუსეთის სპეცსამსახურები საინფორმაციო სააგენტო “ჯორჯიან ტაიმსს”, გაზეთსა და ტელევიზიას. გახსოვთ ეს ის გულაშვილია რომლიც დაჭერის საფრთხის გამო რუსულ-ოსურმა სპეცსამსახურებმა ახალგორი-ცხინვალის გავლით გადამალეს თავის დროზე მოსკოვში.
მოკლედ სანამ აგენტურა ასე თავისუფლად იმოქმედებს ქვეყანაში აქ სახელმწიფო არასოდეს არ შედგება“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შალვა ნათელაშვილი.