spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"მოვუწოდებთ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე...

“მოვუწოდებთ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებისა, რომ დროებით აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ” – “თბილსერვის ჯგუფი”

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო შექმნილი სიტუაციასთან დაკავშირებით „თბილსერვის ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს:

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მეათე დღეა, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით, 3 500 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა თბილისის ათივე რაიონსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორსა და სოფელ თელოვანში.

გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 200-ზე მეტი თანამშრომელი და 50 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

გზის გაწმენდის პროცესს ადგილზე გაეცნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია. შესაბამისი სამუშაოები, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, საჭიროებისამებრ გაგრძელდება.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით, შესაბამისი ტექნიკა უწყვეტად მუშაობს. გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები მიმდინარეობს როგორც ცენტრალურ, ასევე შიდა გზებზე. დედაქალაქში წუხელ ღამის შემდეგ 1 000 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა.

მოვუწოდებთ მსუბუქი ავტომობილების მძღოლებს, გარდა მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანებისა, რომ დროებით აუცილებლობის გარდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

რაც შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას, ამ ეტაპზე შეფერხებები ფიქსირდება ზოგიერთ მარშრუტზე, მათ შორის: პატარა ლილო, სოფელი ლისი, წყნეთი წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთის მიმართულებით. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ინტენსიური სამუშაოების შედეგად, აღნიშნული შეფერხებები აღმოიფხვრას.

ამასთან შეგახსენებთ, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ წარსულში ჩავრჩით და ჩვენი ტრავმებით ვიცხოვრეთ, ქვეყანა ჩარჩება წარსულში” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“დიალოგი თუ ილუზია: რა არ გვესმის რუსეთის პოლიტიკაში” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა რუსეთის ფედერაციის იმპერიული ამბიციები არსად...

“მიშა ქართულ პოლიტიკაში არის ეპოქა, მოვლენა, რომელმაც შეუძლებელი შესაძლებლად აქცია” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ქოცები ქართველებს ეპყრობიან, როგორც ოკუპირებულ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

ჯარიმებთან დაკავშირებით მძიმე შეფასება-განმარტებებს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...