შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიხატია დეკანოიძე: პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ჩაერთოს საქართველოს...

ხატია დეკანოიძე: პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ პლენალურ სხდომაზე განაცხადა, რომ იგი ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და პრეზიდენტი მზად არის საქართველოს პარლამენტს ჩაერთოს.

მივმართავ უმრავლესობის წევრებს! დღეს გაიჟღერა ოპოზიციის მხრიდან ინიციატივამ საქართველოს პარლამენტში, უკრაინის პრეზიდენტის მოწვევასთან დაკავშირებით, მე მომეწონა ეს ინიციატივა. რამდენიმე დღის წინ აქ გქონდათ უკრაინის დროშა გაშლილი, გქონდათ პირბადეები საქართველო უკრაინის დროშით და ეს პირბადეები გამოხატავდა ჩვენს სოლიდარობას.

ჩვენ ოპოზიციის მხარე ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლა, აქ საქართველოს პარლამენტში, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, მე ძალიან დიდი სურვილი მექნება და ალბათ საქართველოს საზოგადოებასაც, რომ ამ მხრივ ჩვენ ერთიანობა ვაჩვენოთ. პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციასთან, მქონდა დღეს საუბარი და პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ჩაერთოს საქართველოს პარლამენტს და მიმართოს საქართველოს საზოგადოებას, მე შემიძლია ეს დავადასტურო და ჩვენ, როგორც პარლამენტმა და თითოეულმა ჩემმა კოლეგამ, ყველამ ერთად უნდა მოვუსმინოთ პრეზიდენტს, რადგან პრეზიდენტი ზელენსკი გამოდის კონგრესში, ბუნდესტაგში, სენატში, მიმართავს ყველა ქვეყანას, ყველა ქვეყნის პარლამენტს და წარმომადგენლობით ორგანოებს, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ეს სოლიდარობა არ დარჩება, მხოლოდ უკრაინული დროშის გაკვრით.

მე დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, მიმართოს საქართველოს და საქართველოს საზოგადოებას არ დარჩება მხოლოდ ოპოზიციის, ჩემი ან ვინმე კონკრეტული ადამიანის მოთხოვნად და საქართველოს საზოგადოებას არ მოაკლებთ იმ ძალიან მნიშვნელოვან გზავნილებს, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი გააჟღერებს საქართველოს პარლამენტიდან“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამოსავალი წერტილი არის მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის...

“კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი პოზიცია როგორც შიმშილობაზენ, ასევე პოლიტიკურ ამოცანებზე” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტებებს აკეთებს შიმშილობის დაწყებასთან...

“აუცილებლად გავიმარჯვებთ! ვინც ითანამშრომლებს რეჟიმთან გაქრება” – თენგო თევზაძე

ოპოზიციის საპროტესტო აქტივობების შედეგებზე საუბრობს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“რუსეთის ჩვენზე თავდასხმის წლისთავისთვის, პროვინციალური ტირანია ამზადებს დიდ ღალატს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნებს: "ის, ვინც...