ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ქართული ღვინო უფრო...

“აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ქართული ღვინო უფრო პოპულარული გახდეს ამერიკის ბაზარზე” – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს, პიტერ ვიბლერს შეხვდა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით გაწეული მრავალწლიანი, მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ სამინისტროს აქვს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა კონკრეტული მიზნებით, რომლის განხორციელებაც სექტორში არსებული შესაძლებლობების გამოყენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის პოპულარიზაციის საკითხი, რაშიც პარტნიორების მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონში არსებული ვითარების გამო.

მხარეებმა ღვინის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის რეალიზაციის ხელშეწყობისთვის საერთაშორისო ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიკაციის საკითხზე.

ჩვენ შევძელით, მოკლე დროში, 80%-დან 57%-მდე შეგვემცირებინა ღვინის ექსპორტის წილი რუსეთის ბაზარზე. ძალიან აქტიურ კამპანიას ვეწევით ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით, თუმცა, ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს. იმპორტიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებისთვის, რითაც ხელს ვუწყობთ ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციას. ამ პროცესში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა ქართული ღვინო უფრო პოპულარული გახდეს ამერიკის ბაზარზე“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ საქართველოს არსებული გამოწვევების დაძლევაში მხარს დაუჭერს და საქართველოს მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობით ეცდება, გამოინახოს ყველა შესაძლო გზა ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის. ასევე, პროფესიული ტრენინგების საშუალებით, ქართველ ფერმერებს დახმარება გაეწევათ, რათა მათ გააუმჯობესონ ხორბლის ხარისხი და უხვი მოსავალი მიიღონ.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, პიტერ ვიბლერმა, სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის პრიორიტეტული მიმართულება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებია და, შესაბამისად, USAID აქტიურად მუშაობს და მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიის ალტერნატიული წყაროების მოძიებას.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გავაგრძელებთ მუშაობას სამი წევრის ფორმატში პირების გამოკითხვასთან დაკავშირებით” – თეა წულუკიანი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ერთგვარი შემაჯამებელი განმარტებები გააკეთა...

“შეცდომებს თუ არ ვაღიარებთ და გავიაზრებთ, ერთ წრეზე ვივლით” – გია ჯაფარიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე პოლიტიკურ პროცესში კონკრეტულ შეთავაზებებს იხსენებს: "შეცდომებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...