პარასკევი, მარტი 14, 2025
16.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტებიგიორგი ვაშაძე - მთელი უკრაინა ჩართულია მოხალისეობრივ საქმიანობაში,...

გიორგი ვაშაძე – მთელი უკრაინა ჩართულია მოხალისეობრივ საქმიანობაში, საოცარი თვითორგანიზებაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ომის დაწყების პირველივე დღიდან უკრაინაში იმყოფება. ოპოზიციონერი ლიდერი ჩერნოვცში იმ დაწესებულებებში იმყოფებოდა, სადაც ჰუმანიტარული დახმარების მიზნით გაგზავნილი ტვირთი გროვდება.

გიორგი ვაშაძე გაეცნო ჰუმანიტარული დახმარების სახით კონკრეტულად რა საჭიროებებია ომში მყოფი ქვეყნისთვის. ვაშაძის თქმით მიზანშეწონილი იქნება თუ უკრაინელ მოქალაქეებს დახმარებას სწორად გავუწევთ – პირველ რიგში კი მედიკამენტების, საკვების და ჰიგიენური საშვალებების აუცილებლობაა, რომელიც ფრონტის ხაზზე მყოფ ადამიანებსს დაეხმარება:

მთელი უკრაინა ჩართულია მოხალისეობრივ საქმიანობაში, საოცარი თვითორგანიზებაა, მაგრამ ბევრი საქართველოდან მირეკავს ხოლმე და მეკითხება რა საჭიროებაა?! პირველ რიგში მედიკამენტების საჭიროებაა განსაკუთრებით ბავშვებიშთვის, პირველადი დახმარების მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები ბავშვებისთვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე ისეთი საკითხები, როგორიც არის სამხედროებისთვის დამატებითი ელემენტები, ბინოკლი, კომპასი და მსგავი ნივთები. ნაკლებად საჭიროა ტანსაცმელი, რადგან ძალიან ბევრი ტანსაცმელი ჩამოვიდა და თვითონაც ამბობენ, რომ საჭიროება არ არის. საკვების საჭიროება მაღალია, როდესაც ჩერნოვცში ჩამოდის, შემდეგ იწყება განაწილება: ხარკოვში, სუმში და იმ ფრონტის ხაზზე სადაც უშუალოდ მძიმე ვითარებაა. ძირითადად ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც აქ მოდის და გროვდება, მიდის პირდაპირ იმ ქალაქებში სადაც ფრონტის ხაზია და საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

ვფიქრობ, დახმარება, რომელსაც ვუწევთ, უმჯობესი იქნება სწორად დავეხმაროთ. ის თანხები, რომელიც მობილიზებული გვაქვს, დავხარჯოთ სწორად და ჩვენს მიერ გაწეული დახმარება საჭიროებისამებრ მიუვიდეს ყველა ოჯახს – მედიკამენტები, საკვები, ჰიგიენური საშვალებები და ნივთები, რომლებიც ფრონტის ხაზზე მყოფ ადამიანს დაეხმარება“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ფაქტი სახეზეა, “დიფ სთეითის” დამარცხებას გარკვეული დრო მაინც სჭირდება” – ლევან ნიკოლეიშვილი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, მოძრაობა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელი წევრი,...

გია ნოდია: “აი, ასეთი ბრძენია ბატონი ბიძინა😀”

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია სოციალურ ქსელში...

“თუ ყურადღებით დავაკვირდებით ქოცპროპაგანდას, დავინახავთ მათ მთავარ გზავნილს – ღირსებით პუტინისკენ!” – პაატა მანჯგალაძე: 

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“მათი ერთადერთი დანაშაულია, რომ უნდათ თავისუფალ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრობდნენ” – მიხეილ სააკაშვილი საპროტესტო აქციებზე...

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბრავო, გიორგი ვაშაძე❗ დიდია შენი წვლილი ამ რეზოლუციის მიღებაში, სადაც ერთ-ერთი პუნქტი მიხეილ სააკაშვილის...

Alde-მ, საქართველოს შესახებ, ნიდერლანდების, გერმანიის და საქართველოს მიერ ინიცირებული...

“თვითმფრინავის ბიჭების” მბრალდებლებსაც და მოსამართლესაც ალბათ მართალი ეგონათ თავი, მაგრამ კი ვხედავთ ისტორიის ვინ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე სიტყვით გამოსვლისას,...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...