spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გავრცელებული ინფორმაცია სამსახურის უფროსის მოადგილის ნათია სონღულაშვილის ინტერესთა...

“გავრცელებული ინფორმაცია სამსახურის უფროსის მოადგილის ნათია სონღულაშვილის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს” – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

“სპეციალური საგამოძიებო სამსახური” ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და შესაბამის განცხადებას ავრცელებს:

ტელეკომპანია „პირველი“-ს ეთერში გაჟღერდა არასწორი ინფორმაცია სამსახურის უფროსის მოადგილის, ნათია სონღულაშვილის მიმართ ინტერესთა კონფლიქტის თითქოსდა არსებობის შესახებ, სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პროცესის მონაწილეებს შორის შესაძლებელია არსებობდეს მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება და არა ინტერესთა კონფლიქტი. სისხლის საპროცესო კანონმდებლობა მკაფიოდ განმარტავს, რომ პროკურორის და გამომძიებლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულება პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს მათ შემდგომ მონაწილეობას.

საგამოძიებო სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომელთა შორის ფუნქციების განაწილების შესახებ ბრძანებით, ნათია სონღულაშვილი ხელმძღვანელობს სამსახურის ადმინისტრაციულ აპარატს და მასში შემავალ დეპარტამენტებს. მის საკურატორო სფეროდ არ არის განსაზღვრული საგამოძიებო დეპარტამენტი, აქედან გამომდინარე, მას რაიმე შემხებლობა ვერ ექნება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე.

შესაბამისად, ტელეკომპანია „პირველი“-ს ეთერში გავრცელებული ინფორმაცია და გაკეთებული კომენტარები, სამსახურის უფროსის მოადგილის ნათია სონღულაშვილის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ არის ტყუილი და არ შეესაბამება სიმართლეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, თუ რაოდენ მაღალი რისკების შემცველია ოკუპანტ ქვეყანასთან უკონტროლო...

კახეთში, სასტუმროში მომხდარ ინციდენტს, კონკრეტულ ფაქტებზე აქცენტით და მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...