ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება:
“საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ ზურაბიშვილის მხრიდან კოსნტიტუციის დარღვევის ფაქტზეო?
“ქართულ ოცნებას” პოლიტიკური ცოფი აქვს შეყრილი.
ალბათ, მალე ერთადერთი არხი იმაუწყებლებს ქვეყანაში და ტელეიმედის X თანამშრომლის ეთერში პლაკატით შევარდნის იმედადღა უნდა ვიყოთ,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.
ინფორმაციისთვის: “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც კონკრეტული განმარტებები გააკეთა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში:
“გასული თვეების განმავლობაში შედგა არაერთი შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს შორის, სადაც პრეზიდენტს არაერთგზის ნათლად განემარტა საქართველოს კონსტიტუციის შინაარსი, თუმცა, სამწუხაროდ, უშედეგოდ. ამ პირობებში, საქართველოს მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს“.

