spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითუ "რუსთავი 2" ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი....

თუ “რუსთავი 2” ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ – დავით მათიკაშვილი

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში შაბათის “კურიერში” გასულ რეპორტაჟს ფეისბუკის საკუთარი გვერდიდან ეხმიანება “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტარი დავით მათიკაშვილი:

თანამედროვე ქართული პოლიტიკური ანდაზა: თუ რუსთავი 2 ნეგატიურ სიუჟეტს ამზადებს შენზე, ე.ი. სწორ გზაზე დგახარ და კარგ საქმეს აკეთებ‼️

ამიტომ, უფრო უნდა გაგიხარდეს ეს ამბავი, ვიდრე გეწყინოს. სააკაშვილი – გვარამია – მელაძის „ტროიკა” აშკარად ძალიან დაიბოღმა ჩემზე, რადგანაც გადაწყვიტეს, რომ შაბათის „კურიერის” ესოდენ „მნიშვნელოვანი“ საეთერო დრო, უკვე მეორედ, დაუთმონ ჩემს პერსონას. საინტერესოა, საჯაროდ გამოქვეყნებული დეკლარაციის მნიშვნელობა თუ იცის ნოდარ მელაძემ? ეჭვი მეპარება, რომ ბოლომდე ჰქონდეს დეკლარაციის საჯაროობის არსი გააზრებული და თუ მაინც იცის, სააკაშვილისეული “ზონდერ მივარდნების” ნაცვლად, თუ მართლა ვინმეს რამე აინტერესებს, ჯერ დეკლარაციის ავტორს უკავშირდებიან და შემდეგ დგამენ მომდევნო ნაბიჯებს და არა ისე, როგორც ნაციონალური მოძრაობის რუპორი იქცევა: ჯერ სიუჟეტს ამზადებს, ტყუილებით გაჯერებულს და შემდეგ, ისევ და ისევ დემაგოგიისთვის ურეკავენ სიუჟეტის გმირს. საქართველოში არ ვიმყოფები, ვიქნები კვირას დილით, მაგრამ ვიცი, რომ მელაძემ მათიკაშვილის წინააღმდეგ “მეორე სერია” დააანონსა და ეს ყველაფერი ხვალ “შაბათის კურიერის” მეშვეობით გავა ეთერში.

მოკლედ გეტყვით რაც ხდება: კომპანია, რომელიც დეკლარილებულია საჯაროდ და რომლის საქმიანობის შედეგადაც, თუ გნებავთ ნუ დამიჯერეთ, მაგრამ ერთი თეთრიც არ ამიღია (თუ არადა, ეს ინფორმაციაც საჯაროა და დაინტერესებულ პირს შეუძლია შემოსავლების სამსახურიდან სრული ინფორმაციის გამოთხოვა) რამოდენიმე წელია ფუნქციონირებს და რესტორნებს და კლინიკებს ეხმარება ჰიგიენის დაცვაში. მოგეხსენებათ, კერძო კომპანიამ, წესით, მოგება უნდა მოუტანოს დამფუძნებელს და სწორედ იმიტომ, რომ ამას ვერ ახერხებს, ყველ წელს იმ სულისკვეთებით ვიბარებ ანგარიშებს, რომ დავხურო არარენტაბელური საწარმო, მაგრამ ამას არ ვაკეთებ და იცით რატომ? იქ 8 ადამიანი არის დასაქმებული და ჩემგან განსხვავებით, ისინი იღებენ კუთვნილ გასამრჯელოს. ანუ 8 ოჯახია უზრუნველყოფილი ელემენტარული პირობებით და ეს სავსებით საკმარისი არგუმენტია, რომ მხოლოდ ჩემს თავზე არ ვიფიქრო და 8 ოჯახი არ დავტოვო ლუკმაპურის გარეშე.

ბატონ მელაძეს მინდა კვლავ მივმართო: ასე არა, დღეს სიუჟეტის მომზადების შემდეგ, პოსტ ფაქტუმ რომ დამირეკეს შაბათის კურიერიდან მაშინ, როდესაც არ ვიმყოფები ქვეყანაში, უკვე კვირას შემიძლია გაგიძღვეთ, ბატონო ნოდარ, გადამღებ ჯგუფთან ერთად, ადგილზე მივიდეთ და სრული თავისუფლების პირობებში შებრძანდით და დაათვალიერეთ, გაესაუბრეთ თანამშრომლებს, ოღონდ შემდეგ, შემოსავლების სამსახურშიც მიბრძანდით და ვის რა შემოსავალი აქვს და როგორი კოლექციონერი ოლიგარქები, უი ბოდიში, „მინიოლიგარქებიც“ არიან თქვენი სიუჟეტის გმირები, ისიც კარგად გაარკვიეთ. სახლშიც დაგპატიჟებდით, რომ კარგად ნახოთ „მინიოლიგარქები“ როგორ ცხოვრობენ, მაგრამ ვშიშობ, რომ თქვენი სტუმრობით ჩემი ოჯახის ღირსეულ ვიზიტორთა ჩამონათვალს ნამდვილად ვერ გავამდიდრებ. არაერთი ღირსეული ჟურნალისტია დღეს რუსთავი 2-ში დასაქმებული, ვისთვისაც რუსთავი 2-ის ჟურნალისტობა პროფესიაა და არა პარტიული კუთვნილება, ამიტომაც ჩემთან ოჯახში თუ მაინც გადაწყვეტთ ვიზიტს, მხოლოდ ჟურნალისტები გამოაგზავეთ; თქვენ, შეგიძლიათ არ შეიწუხოთ თავი.

მოკლედ, მინდოდა დამეწერა, მაგრამ არ გამოვიდა, ამიტომაც ბოლოს ამ საზოგადოდ აღიარებულ ჭეშმარიტებასაც შეგახსენებთ: არ მალავს ის, ვისაც დასამალი არაფერი აქვს, ამიტომაც, თუ რამე გამაჩნია ამ ქვეყნად, საჯაროა, დეკლარირებულია და დიახ, ჩემს სახელზეა, არა სიდედრის, ბიძაშვილის თუ მეგობრის. დასამალი იმიტომ არ მაქვს, რომ უწესოდ, ყაჩაღობით, ძარცვით და მაქინაციებით კი არ არის მოპოვებული, რისი ჩადენის დაუშვებლობაც გუშინ მკაფიოდ მიგითითათ, თქვენ და თქვენს პატრონს, ევროსასამართლომ, არამედ წესიერი, პატიოსანი და მორალურ ღირებულებებზე დაფუძნებული ცხოვრების წესით.

ნუ იქნებით ცრუპენტელა, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!!!

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

“ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის...

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...