შაბათი, ივნისი 28, 2025
28.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ღარიბაშვილს კვლავ წკიპურტით გააგდებს ბიძინა, თავი რომ გადაირჩინოს"...

“ღარიბაშვილს კვლავ წკიპურტით გააგდებს ბიძინა, თავი რომ გადაირჩინოს” – დავით ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის წევრი, დავით ბერძენიშვილი რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში კონკრეტულ პროგნოზებს აკეთებს და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მოსალოდნელ ნაბიჯებზე საუბრობს:

დამპყრობელ, პროცენტნახევრიან მაჯლაჯუნა რუსეთს ახლა მთელი დასავლეთი ღიად უპირისპირდება. იგი უკრაინაში გაჩხერილია და მაღალი ალბათობით, წააგებს.

პუტინის მოსალოდნელი მარცხის შემდეგ საქართველოს ამ ხელისუფლებაზე, რომელიც პუტინთან სრული კოლაბორაციონიზმისთვის ემზადებოდა, უზარმაზარი ზეწოლა იქნება ქვეყნის გარედან და შიგნიდან.

ასეთ წნეხს ის ვერ გაუძლებს.

ღარიბაშვილს კვლავ წკიპურტით გააგდებს ბიძინა, თავი რომ გადაირჩინოს.

მომავალ არჩევნებს (არა აუცილებლად 2024-ში) ბიძინა უფრო წააგებს. მანამდეც, დასავლეთთან და უკრაინასთან საურთიერთოდ მყარი პროდასავლური რეპუტაციის პრემიერი და რამდენიმე წამყვანი მინისტრი დასჭირდება საქართველოს… ბიძინასაც.

მოთხოვენ და წინააღმდეგობის და ლავირების უნარი აღარ ექნება. პარლამენტშიც მორიგი ფრაგმენტი მოტყდება ბიძინას ხელისუფლებას.

ასე ვვარაუდობ. მთავარია, უკრაინას იმაზე მეტი სისხლი არ დაუჯდეს მისი და დასავლეთის გამარჯვება, ვიდრე დასავლეთის სრული ადეკვატურობის პირობებში იქნება. უკრაინის ცა დასაკეტია!

სლავა უკრაინი!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე დავით ბერძენიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...