spot_img
მთავარიIV ხელისუფლებასაქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის პოლიტიკა არ ყოფილიყო უშეცდომო -...

საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის პოლიტიკა არ ყოფილიყო უშეცდომო – სალომე სამადაშვილი

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი 5 პუნქტად აყალიბებს თავის შეფასებებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით:

რუსთავი 2-ის ამბავზე ხმათა კაკაფონიაში, ვშიშობ იპარება შიში, რომ დასავლეთმა “მიგვატოვა”, ბიძინამ იყიდა ყველა და ყველაფერი, რუსეთმა მოისყიდა სტრასბურგი. სულელური და საშიში აზრები.

1. სასამართლოს კონკრეტულმა შემადგენლობამ აირჩია იურიდიული ინტერპრეტაციის გზა, რომელმაც მიიყვანა იმ დასვნამდე, რომელიც დაიდო. სხვა შემადგენლობას, შესაძლოა, დაედო სხვაგვარი დასკვნა. კარგია ეს შედეგი ქვეყნისთვის? არა, თუმცა ეს არანაირად არ აკნინებს სტრასბურგის სასამართლოს.

2. დასავლეთის პოლიტიკური მხარდაჭერა, უპირობად, არასდროს ჰქონდა რომელიმე პარტიას ან პოლიტიკოსს, მითუმეტეს, ტელევიზიას. ეს მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს და დემოკრატიას. შეიძლება ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილს, კონკრეტულ მომენტში, განსხვავებული აზრი გააჩნდეს, სწორია თუ არა დასავლეთის პოლიტიკა. ამის მომსწრე ვყოფილვართ, ყველა ხელისუფლების პირობებში. და დიახ, საქართველოსთან მიმართებაში, ისევე როგორც ბევრ სხვა ადგილას მსოფლიოში, დასავლეთის პოლიტიკა არ ყოფილიყო უშეცდომო. მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას, რომ ავად თუ კარგად, მრავალი წელია, დასავლეთი მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას. მათზე უკეთესი მეგობარი არ გვყავს.

3. სტრასბურგის გადაწყვეტილება უსიამოვნო სურპრიზი აღმოჩნდა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება მედია სივრცისთვის. მაგრამ სასამართლო დამოუკიდებელია საკუთარ გადაწყვეტილებებში, ესაა ფაქტი, რომელსაც უწევთ, შეეგუონ.

4. საკუთარი ქვეყნის ინტერესებს კი, ვერავის მივაბარებთ, ამიტომ არის ფხიზელი, აქტიური საზოგადოება აუცილელებლი, ისეთი, როგორიც ვნახეთ 20 ივნისს.

5. დასავლეთი არ ირჩევს ჩვენს ხელისუფლებას – ჩვენი საქმეა. თუ რამე არ მოგვწონს, მათ შორის “რუსთავი 2”-ის ამბავი, პასუხი ერთია – სრული კონსოლიდაცია ბიძინას წინააღმდეგ და კოორდინირებული მოქმედება, რომ დასავლეთის პოლიტიკაც უფრო ეფექტიანი გახდეს. ამ პოლიტიკას ხომ ჩვენც ვქმნით, მათთან ერთად“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენიმე გაფიქრება უნგრეთის არჩევნებზე…” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” –

26 მაისისტვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...