რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების ნაცვლად კომერციული ურთიერთობების გააქტიურებაზე ისაუბრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე:
“მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში არსებობს ყველასათვის ცნობილი საერთაშირისო პლასტიკური ბარათების სისტემები – ვიზა, მასტერქარდი, ამერიკან ექსპრესი და სხვა.
რუსეთმა სანქციების თავის არიდების მიზნით შექმნა შიდა რუსული პლასტიკური ბარათების სისტემა სახელწოდებით მირი (МИР, MIR).
ორი დღის წინ მოხდა წარმოუდგენელი რამ – ამ რუსულ სისტემაში ჩაერთო ქართული ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეიზი” და დაიწყო ბილეთების გაყიდვა, რითიც პირდაპირ ხელს უწყობს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისადმი დაწესებული უპრეცენდენტო, უმძიმესი სანქციების გვერდის ავლაში.
ასევე, ეს ქართული კომპანია კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს იმ რუსულ საგადახდო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
რა თქმა უნდა, ეს კომპანია ამ ნაბიჯს ვერანაირად ვერ გადადგამდა ხელისუფლების თანხმობისა და ნებართვის გარეშე. ივანიშვილ-ღარიბაშვილის მთავრობის მხრიდან ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი, სამარცხვინო და უღირსი ქმედება.
მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო რუსეთის სისხლისმღვრელი ომის შესაჩერებლად, ყოველდღიურად ამკაცრებს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მონაწილეობს ამ სანქციების რუსეთისთვის არიდებაში.
საქართველოს ხელისუფლება კვლავ ღიად დაუპირისპირდა უკრაინისა და დემოკრატიული თანამეგობრობის ბრძოლას მშვიდობისა და თავისუფლებისათვის და რუსეთის მხარე დაიკავა.
ყველაფერთან ერთად, საქართველოს მთავრობის ეს ნაბიჯები გამოიწვევს იმას, რომ საქართველო როგორც აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს ღია მოკავშირე, მოხვდება საერთაშორისო სანქციების ქვეშ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც ურთულეს ეკონომიკურ და სოციალური გარემოს ქვეყანაში.
ირაკლი ღარიბაშვილო, ღალატსაც აქვს საზღვარი, უკრაინა გაიმარჯვებს და შენ მძიმე პასუხისმგებლობა დაგეკისრება.
გაიაშვილი ყველაფერში ფულის კეთება არ შეიძლება“, – განაცხადა ნიკა მელიამ

