შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"პარლამენტის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, თემთა პალატას არასოდეს მოუსმენია ისეთი...

“პარლამენტის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, თემთა პალატას არასოდეს მოუსმენია ისეთი მიმართვა, როგორც მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ” – ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის თემთა პალატის, დეპუტატებით სავსე დარბაზის წინაშე გამოსვლისას, რაც ონლაინ-ჩართვით მოხდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, იმ ტრაგიკული ფაქტების თაობაზე, რასაც ადგილი აქვს რუსეთის აგრესიის გამო. აღნიშნულ გამოსვლას ემოციური პოსტით გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი:

პარლამენტის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში, თემთა პალატას არასოდეს მოუსმენია ისეთი მიმართვა, როგორც მიმართა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, რაც შეგვიძლია, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, რომ პუტინის შეჭრა წარუმატებელი იყოს და უკრაინა კვლავ თავისუფალი იყოს”, – წერს ჯონსონი.

 

ინფორმაციისთვის – ზელენსკის ტკივილით და ემოციით აღსავსე გამოსვლიდან:

გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიწისთვის, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს – ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებსა და ქუჩებში…

უკრაინა არ დანებდება!

ჩვენ არ დავმარცხდებით, ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ ის, რაც გვაქვს, რაც ჩვენია – ჩვენი ქვეყანა, უკრაინა“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანელებს უკრაინის ცის დაკეტვას სთხოვს.

გთხოვთ, უზრუნველყავით, რომ ჩვენი უკრაინული ცა უსაფრთხო იყოს. უზრუნველყავით იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც აუცილებელია” – მიმართა ზელენსკიმ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში დიდ...

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული” – ნათია ფანჯიკიძე

ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...