შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროპაგანდისტული ტელეარხები ყველანაირად ცდილობენ...

“ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროპაგანდისტული ტელეარხები ყველანაირად ცდილობენ ჩართონ საქართველო კონფლიქტში” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა შეფასებას აკეთებს რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. მისი განცხადებით, დღეს მსოფლიო დგას მე-3 მსოფლიო ომის წინაშე და საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ ქვეყნის ჩართვას ამ კონფლიქტში:

,,მსოფლიო ლიდერების განცხადებები ზუსტად იმაზე მეტყველებს, განსაკუთრებით უკანასკნელი დღეების განმავლობაში, რომ ეს საფრთხე არის რეალური. ყველა ცდილობს, რომ დაიხსნას თავისი ქვეყანა, დააღწიოს და აარიდოს საკუთარ ქვეყანას ის საშიშროება, რომელიც დგას მის წინაშე.

ეს არ არის მარტო ბირთვული საშიშროება, ეს არის ომის გავრცელების საშიშროება. ჩვენ რეალურად ვართ მოწმენი იმისა, რომ მე-3 მსოფლიო დაიწყო.

რეალობაა, რომ ერთადერთი ქვეყანა არის საქართველო, სადაც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და პროპაგანდისტული ტელეარხები ცდილობენ ყველანაირად ჩართონ საქართველო ამ კონფლიქტში.

ყველაზე სამარცხვინო ის არის, რომ ამ საქმეში ჩართული არის სახალხო დამცველი, კაპიტანი გიგაური, ვითომ არასამთავრობოები, ვითომ იურისტები, ვითომ დამცველები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს სინქრონულად ხდება, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ – რუსეთში, ამერიკაში, ევროპის სხვა და სხვა ქვეყნებში, ყველას ერთად რომ შეკრიბავ, ძალიან ნათელი სურათი იხატება – რომ ეს არის დიდი შეთქმულება ამ ქვეყნის წინააღმდეგ.

Youtube-ზე და ყველა პლატფორმაზე, სოციალურ ქსელებში გაჩნდა ვიდეო, სადაც პირაკრული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული, იარაღით ხელში ქართველები მოუწოდებენ საქართველოს, რომ იარაღით აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა ანუ დაიწყონ სამხედრო მოქმედებები ცხინვალსა და აფხაზეთში.

მინდა გითხრათ, რომ ეს ვიდეო იყო დაფინანსებული ძალიან სერიოზულად. ვინმე პოლ კოფი, რომელსაც ექსპერტად მოაქვს თავი, აშშ-ში მოუწოდებდა NATO-ს, მოვიდა დრო, რომ გაძეძგონ საქართველო იარაღით – ეს არის მისი განცხადება, რომელიც ძალიან ფართოდ იყო გაშუქებული იმ პროპაგანდისტული არხების მიერ, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველო ჩაითრიონ იმ კონფლიქტში, რომელიც დამანგრეველია არა მარტო უკრაინისთვის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ჩანთის ამბავმა უკვე სხვა დატვირთვა შეიძინა – დარტყმის ქვეშ ჩააგდო სხვა ქოცი მაღალჩინოსანი ქალები”...

ძვირადღირებული ჩანთების თემის ერთგვარ "პოლიტეკონომიურ" გარჩევას ახდენს პარლამენტის ყოფილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...