spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაქართველოს ყველა რეგიონში და რაიონში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში...

საქართველოს ყველა რეგიონში და რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისებში იფუნქციონირებს შტაბები, სადაც გექნებათ საშუალება მოგვაწოდოთ დახმარება ომში მყოფი მოსახლეობისთვის – გიორგი ბოტკოველი

ფრაქცია პარტია ,,ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი სპეციალურ ბრიფინგზე აცხადებს, რომ რეგიონებსა და რაიონებში პარტიის ოფისში იფუნქციონირებს ჰუმანიტარული დახმარების ცენტრები:

,,უკრაინაში ადამიანებს ფაქტიურად არ აქვთ საშუალება შეიძინონ პროდუქტი და პირველადი საჭიროების ნივთები, რომლებიც სჭირდებათ მათ ყოველდღიურ არსებობას. ძალიან ბევრი ბავშვი დღეს თავშესაფარში ათენებს ღამეებს.

ჩვენ, საქართველოს მოსახლეობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და ვალდებულება გვაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

მე დარწმუნებული ვარ და ყოველდღიურად ვხედავთ, რამდენად მტკივნეულია თითოეული ქართველისთვის, ამ ქვეყანაში მაცხოვრებელი ადამიანისთვის ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში; ის აგრესია, რომელსაც აწარმოებს სისხლიანი პუტინის რეჟიმი და ამ ყველაფერში ჩვენი თანადგომა სჭირდება უკრაინელ ხალხს.

ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გვიკავშირდება როგორც რეგიონებში, ისე თბილისში და ადამიანებს აქვთ სურვილი თავისი მცირედი წვლილი შეიტანონ იმაში, რომ იქ მყოფ გაჭირვებულ, ომის პირობებში მყოფ მოსახლეობას როგორმე მაინც შეუმსუბუქონ ის პრობლემები, რის წინაშეც აღმოჩნდა უკრაინის მოსახლეობა.

ჩვენ რამდენიმე დღის წინ უკვე დავიწყეთ სხვა და სხვა რეგიონში/რაიონში, ამ შემთხვევაში – თელავში, მესტიაში, წყალტუბოში, სამტრედიაში, ხობში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გავხსენით ჰუმანიტარული დახმარების მიმღები პუნქტები ჩვენს ოფისებში, სადაც ადამიანები მოდიან, მოაქვთ პროდუქტები, პირველადი დახმარების ნივთები, ტანისამოსი, მედიკამენტები…

საქართველოს ყველა რეგიონში და რაიონში ფუნქციონირებს და იფუნქციონირებს შტაბები ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებში, სადაც თქვენ გექნებათ საშუალება მოგვაწოდოთ ყველა ის ნივთი, რომელსაც თქვენ თვლით, რომ დღეს სჭირდება უკრაინის გაჭირვებულ, ომში მყოფ მოსახლეობას. ეს არის პირველ რიგში ბავშვთა კვება, რომელიც დღეს ძალიან უჭირს უკრაინის მოსახლეობას, ასევე მედიკამენტები და სხვა“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...