პარასკევი, მაისი 2, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"რუსულ იარაღზე უფრო საშიში რუსული ფულია..." - ალექსი...

“რუსულ იარაღზე უფრო საშიში რუსული ფულია…” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

კოლექტიურმა დასავლეთის სანქციებმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის ეკონომიკას. ყველა დიდი კომპანია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ოპერირებდა, „მერსედეს-ბენცით“ დაწყებული და „ბოინგით“ დამთავრებული, წყვეტს საქმიანობას და კაპიტალი ქვეყნიდან გააქვს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე დიდი რუსული კომპანიების („გაზპრომი“, „როსნეფტი“, „აეროფლოტი“ და სხვა) აქციები უკვე 40-50%-ით შემცირდა და ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. რუსეთის ეკონომიკის რეიტინგი „BBB“-დან მკვეთრად შემცირდა და „CCC“-ზე ჩამოვიდა. თუ ასე გაგრძელდა დეფოლტი გარდაუვალია.

მოგეხსენებათ რუსეთი მსოფლიო ბაზარზე ნედლეულის მიმწოდებელი ქვეყანაა. სახელმწიფო, რომლის ეკონომიკა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გარდა, არაფერს აწარმოებს – საგარეო შოკების მიმართ ძალიან მოწყვლადია. სანქციების გამო რუსეთის ეკონომიკის არცერთი დარგი არ დარჩა, რომელიც გარდაუვალი კატასტროფის წინაშე არ აღმოჩნდა ან არ აღმოჩნდება. ამას ძალიან კარგად გრძნობენ რუსეთის მოქალაქეები და ქვეყნას მასიურად ტოვებენ.

ბოლო დროის განმავლობაში ჩვენი პრესის ფურცლებსა და ტელევიზიის ეთერებით მუდმივად გვესმის, რომ საქართველოს საზღვრები რუსეთის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა გადმოკვეთა. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში 200-ზე მეტი ახალი კომპანია დარეგისტრირდა არარეზიდენტი პირების მიერ. რუსეთის მოქალაქეები ასევე მასობრივად ყიდულობენ უძრავ ქონებას ან უკიდურეს შემთხვევაში რამდენიმე თვის განმავლობაში ქირაობენ.

ქართული კომპანიების ნაწილმა უარი განუცხადა რუსეთის მოქალაქეების მომსახურებაზე, ნაწილი ემსახურება მაგრამ გარკვეული პირობების (შეზღუდვების) საფუძველზე, ხოლო ნაწილი დიდი მოგების მიღების შანსით სიამოვნებით სთავაზობს საკუთარ პროდუქციას. ამ სიტუაციაში გაუგებარია ოფიციალური თბილისის პოზიცია. თუ არ ჩავთვლით „ქართული ოცნების“ ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას ხელისუფლება არ დაუშვებს და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობა კანონის ფარგლებში მკაცრად დაისჯება.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოფიციალური თბილისის პოზიციის მიუხედავად, ნებისმიერი ქართული კომპანია დაიბლოკება, თუ სანქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს დაარღვევს. განსაკუთრებით ეს ყურადსაღებია იმ კომპანიებისათვის, რომლებიც ექსპორტზე მუშაობენ. სანქციების მოთხოვნების გათვალისწინება მოუწევთ იმ კომპანიებსაც, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციის საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლები არიან. და ზოგადად, თუ ჩვენი ხელისუფლება გონს არ მოეგება და პრინციპულად სანქციებთან მხარდაჭერის წინააღმდეგი წავა, ექსპორტზე გატანილი ნებისმიერი ქართული პროდუქცია დაიბლოკება.

დიდი ანალიტიკური უნარი არ სჭირდება იმის პროგნოზირებას, რომ საკუთარ ქვეყანაში სანქცირებული რუსული ბიზნესი და კაპიტალი მეზობელ ქვეყნებში შესვლას ეცდება. ეს ბუნებრივი ეკონომიკური პროცესია და საქართველოსთვის გარკვეული ეკონომიკური დივიდენდების მოტანაც შეუძლია (ზოგიერთი ლიბერალი ეკონომისტი ამას მხოლოდ მიესალმება), მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსულ ფულს სანქციებიც მოჰყვება და ქართულ ეკონომიკას „დაავირუსებს“.

მოკლევადიან პერიოდში რუსული ფულის შემოდინებამ შეიძლება რაღაც ეკონომიკური შედეგიც მოგვცეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო გავზრდით ქართული ეკონომიკის დამოკიდებულებას რუსეთზე. პლიუს მაგას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მომავალში ის ბიზნესები, რომლებიც რუსეთის ტერიტორია დატოვეს, ეცდებიან პარტნიორები მონახონ ახალი სახელმწიფოების სახით და თან რაც მთავარია რუსეთის მეზობლად. ეს შანსი საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას. ამიტომ მთავარია ახლა სწორი სტრატეგია შევარჩიოთ და სწორ მხარეს დავდგეთ.

სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებას იმის ნაცვლად, რომ ფართო საზოგადოებას ამ პრობლემატიკასთან დაკავშირებით თავის ხედვა გააცნოს და პარლამენტის წინაშე კონკრეტული სამოქმედო გეგმა დადოს, დღეს სირაქლემას პოზა უკავია. ბიზნესს სანქციების პირობებში როგორც ჰაერი ისე ესაჭიროებათ ეგრეთწოდებული „გზამკლევი“, რომელიც მათ დასავლური შეზღუდვების მოთხოვნებს გააცნობთ და საკუთარი საქმიანობის კოორდინირების შესაძლებლობას მისცემს.

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კი, ივანიშვილი პოტენციურად მკისრებელია” – მურმან დუმბაძე

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის შესაძლო დაგეგმილ მკვლელობასთან...

“უკრაინამ დააფიქსირა თავისი პრინციპული, ურყევი პოზიცია და წითელი ხაზები რუსეთთან” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

“ჩემი არჩევანი იქნება “ქართული ოცნება” იმისათვის რომ არ მოვიდეს ნაცები!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს "ქართული ოცნების"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მახსოვს, ირაკლი ღარიბაშვილის საკმაოდ კორექტული კრიტიკისათვის ლამის ჩამქოლეს ადამიანებმა” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, კონკრეტული ფაქტების გახსენების...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ნანუკა მაგრად დადექი! ეს სიმახინჯეები შენ ვერაფერს დაგაკლებენ!” – მიხეილ სააკაშვილი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

“სახალხო დაუმორჩილებლობა და საყოველთაო გაფიცვა! ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი!” – ბეჟან ჯავახია

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...