ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

“ხელისუფლება ვალდებულია შეწყვიტოს ბინძური კამპანია, რაც შეეხება ეთნიკურ შუღლს, ომს და ა.შ.” – ნიკა ობოლაძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა ობოლაძე კომენტარს აკეთებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-რგოლზე, სადაც არის პროვოკაციული მოწოდებები და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სწრაფი რეაგირებისკენ:

,,გავრცელდა ვიდეო, რომელიც არის დაუდგენელი პირების მიერ და დაუდგენელ ლოკაციაზე ჩაწერილი. ეს ყველაფერი არის გაურკვეველი, რომლის მოწოდების შინაარსიც არის არამშვიდობიანი და პროვოკაციულია.

ამ არამშვიდობიანი პროვოკაციული მოწოდების უკან შესაძლოა იდგეს ხელისუფლება. თუ ეს ასე არ არის ისინი ვალდებულები არიან გამოიძიონ ეს საკითხი, დაადგინონ ip მისამართი, კონკრეტული ადამიანები, კითხვას გასცენ პასუხი.

ხელისუფლება ვალდებულია შეწყვიტოს ბინძური კამპანია, რაც შეეხება ეთნიკურ შუღლს, ომს და ა.შ.

ასევე, ხელისუფლება ვალდებულია გამოიძიოს იმ ვიდეოს შესახებ ყველაფერი და აცნობოს საზოგადოებას, რომელიც შეიცავს არამშვიდობიან მოწოდებებს“, – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული