პარასკევი, მაისი 3, 2024

“მოვა დრო და ბევრ რამეს აეხდება ფარდა – ასე ადვილად ხომ არ დაწყებულა რუსეთ-უკრაინის ომი?” – ლევან ნიკოლეიშვილი

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი თავისი ეჭვებისა და ასოციაციების თაობაზე პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

დარწმუნებული ვარ, მოვა დრო და ბევრ რამეს აეხდება ფარდა – ასე ადვილად ხომ არ დაწყებულა რუსეთ-უკრაინის ომი, ისე როგორც ადვილად არ დაწყებულა 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომი.

ომს თავისი გმირები ჰყავს, გმირებიც, ლაჩრებიც და დამნაშავეებიც, ზოგი მომენტალურად ვლინდება, ზოგს კი ისტორია მოგვიანებით მიუჩენს ადგილს, იმასაც და იმასაც. ერთია,რომ ისტორიას ამ ადგილების მისაჩენად ხშირად პოლიტიკოსები და მათ ნება უშლის ხელს, არადა პირიქით უნდა იყოს, თუმცა შესაძლოა დრომ ყველაფერი წარმოაჩინოს.

მანამდე კი… მანამდე კი ღმერთს შევთხოვოთ უკრაინისა და მისი ხალხის გადარჩენა, მშვიდობა შევთხოვოთ, მშვიდობა!!!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლევან ნიკოლეიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული