“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი მშვენიერაძე და მწვავე შეფასებებს აკეთებს ამასთან დაკავშირებით:
“ძალიან საშიში და არასახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემ, თითქოს საქართველოში ადამიანებს იმის გამო ერჩოდნენ, რომ ეთნიკურად რუსები არიან.
მაშინ, როდესაც პუტინი საკუთარ დამპყრობლურ ომებს სწორედ რუსეთის მოქალაქეებისა და ეთნიკური რუსების დევნის აღკვეთის სურვილით ამართლებს, ეს არის პირდაპირ საბაბის მიცემა რუსეთისთვის ჩვენს ქვეყანაზე თავდასასხმელად.
ამ დონის უპასუხისმგებლობა და საკუთარი ქვეყნისა და ხალხის საფრთხის ქვეშ დაყენება მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, არ ვიცი დიდ პოლიტიკურ შეცდომას მივაწერო თუ სახელმწიფოს ღალატს,” – აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.