პარასკევი, მაისი 2, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკაომი უკრაინაში, სანქციები და ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში

ომი უკრაინაში, სანქციები და ფულადი გზავნილები რუსეთიდან საქართველოში

უცხოური ვალუტის მასის შემოდინება საქართველოში რამდენიმე არხით ხორციელდება, მათ შორის მთავარია: ექსპორტი, ტურიზმი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ფულადი გზავნილები. რუსეთ-უკრაინის ომმა და კოლექტიური დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, ეს მოცემულობა შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს.

ჩვენს წინა სტატიაში უკვე ვსაუბრობდით, რომ უკრაინის ომი მნიშვნელოვან კორექტირებას შეიტანდა საერთაშორისო ვაჭრობაში. ვსაუბრობდით პროდუქციის ტოპ ათეულზე, რომელიც უკრაინიდან იმპორტით შემოდის და საქართველოდან ექსპორტით გადის.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ფულად გზავნილებსაც, რომელსაც ჩვენი თანამემამულეები აგზავნიან რუსეთიდან საქართველოში. 2022 წლის იანვრის მონაცემებით რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში 22.38 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი განხორციელდა, რაც მთლიანი გადმორიცხვების 13.26%-ია, ხოლო წლიურმა ზრდა მინუს 3.43% შეადგინა.

უკრაინის წილი ფულად გზავნილებში 5.48 მლნ. აშშ დოლარია, რაც მთლიანი გადმორიცხვების 3.24%-ს წარმოადგენს.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ავტორი
ალექსი ნონიაძე
სააგენტო “პარალელის” ექსპერტი, ანალიტიკოსი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ირაკლი, მამაშენი რომ მოსკოვის მერიაში ატარებდა გამსახურდიას დამამხობელ განცხადებებს, მაშინ ვისი აგენტურა იყო ხომ...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს...

“მოკლედ, მე მზად ვარ თუ სხვა ვინმეც გაბედავთ. ნუ იქნებით ნახევრად გახარიები” – ირაკლი...

შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი იმ...

“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა...

ჭიათურაში მაღაროების დახურვის გადაწყვეტილებას იქ მომუშავე პერსონალის პროტესტი მოჰყვა...