კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიოკუპაცია"მივესალმები კერძო სექტორის მიერ რუსებისთვის მათ პროდუქტებსა თუ...

“მივესალმები კერძო სექტორის მიერ რუსებისთვის მათ პროდუქტებსა თუ სერვისებზე სპეციალური, მაღალი ფასის დაწესებას” – შოთა დიღმელაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი, საქართველოში რუსეთიდან ბიზნესმენებისა თუ ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, სადაც აღნიშნავს, რომ აუცილებლად მიაჩნია, საქართველოში მათი შემოსვლა მხოლოდ კონკრეტული პირობებით მოხდეს:

ვრცელდება ცნობები, რომ რუსი ოლიგარქების ოჯახის წევრები საქართველოში მოდიან. საქართველოს კანონმდებლობით ჩვენთან გაიცემა საინვესტიციო ბინადრობის უფლება $300 ათასის და უფრო მოკლე, 1 წლიანი ბინადრობა $100 ათასის სანაცვლოდ, თუმცა იქვე წერია რომ ორივე შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. ეს თანხა, მათთვის “სტაიანკის” ფასია.

ახლა დაიწყება მსჯელობა, რამდენად მიზანშეწონილია ქვეყანა გახდეს რუსული ელიტის კასაბლანკა. ამის შესახებ პოზიციების დაახლოება შეიძლება შემდეგი გადაწყვეტით: ყველა რუსმა შემომსვლელმა ოფიციალურად მოაწეროს ხელი საქართველოს და უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

რაც შეეხება ვიზიტორებს და არა მობინადრეებს: სავიზო რეჟიმი იმისთვის არსებობს რომ გაარჩიო მტერი, არც ისე მტერი, თუ მოყვარე. ვფიქრობ, ვიზას უნდა დაემატოს ოკუპაციის მოსაკრებელიც, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიით დაზარალებულთა საცხოვრისით უზრუნველყოფის სპეციალურ ფონდში წავა.

აგრეთვე, რუსმა ტურისტებმაც უნდა მოაწერონ ხელი დოკუმენტზე, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, რომ პატივს სცემენ ჩვენს საზღვრებსა და სუვერენიტეტს და აღიარონ პუტინი სამხედრო დამნაშავედ. მერე მოვიდნენ და იმპერიაზე ჩუმი დარდი ღვინით განიქარვონ. ოღონდ ეგეც ბევრი ღრიანცელის გარეშე.

პ.ს. აგრეთვე მივესალმები კერძო სექტორის მიერ რუსებისთვის მათ პროდუქტებსა თუ სერვისებზე სპეციალური, მაღალი ფასის დაწესებას“, – აცხადებს შოთა დიღმელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბოიკოტი არჩევნების კამპანიაზე აქტიური უნდა იყოს და ქმედითი” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში პოზიციას აფიქსირებს...

“სუფთა სინდისით შემიძლია დღეს გითხრათ – მოგიტ***თ სამართლიანობა” – გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალსა და სამართლიანობაზე საუბრობს და მძიმე...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...