პოლიტოლოგი, ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი უმადურობაზე საუბრობს და მწვავედ აკრიტიკებს ირაკლი ღარიბაშვილს:
“დიდი უმადურობა იქნება, რომ არ ვთქვა…
სრულიად ცხადია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა თავისი გმირობით, სისხლით მოიპოვა უკრაინელმა ხალხმა. ამის გარეშე, ჩვენ არა თუ ახლა, 2024-შიც უარს გვეტყოდნენ, ისე მივდივართ.
გამოდის ეს პრემიერად წოდებული სუბიექტი და ლამის საკუთარ წარმატებად გამოაცხადოს სხვისი დამსახურება. ამ მართლაც ისტორიულ დღეს არც მადლიერების, არც სოლიდარობის, არც თანადგომის, არც გამარჯვების სურვილის არც ერთი სიტყვა!
ამის ნაცვლად ლამის ნაცებად გამოაცხადეს გმირი ხალხის მთელი სარდლობა და თურმე ახლა მხოლოდ იმიტომ არ აგინებენ, რომ ომი მიდის…
უმადურო პრაგმანტუნებო…“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ხუხაშვილი.