შაბათი, ივლისი 5, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მე მეშინია იმისა, რომ ამ ისტორიის საბოლოო ეფექტი...

“მე მეშინია იმისა, რომ ამ ისტორიის საბოლოო ეფექტი იქნება არა რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირება, არამედ რეაგირება იქნება ადვოკატების კიდევ უფრო შეზღუდვა იმისთვის, რომ ჩვენ ასეთი ფაქტების დაფიქსირება ვეღარ შევძლოთ” – შოთა თუთბერიძე

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე ჩვენების მისაცემად მივიდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რა დროსაც მის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა:

,,პირველივე წუთიდან გამოვთქვი სურვილი, რომ მეთანამშრომლა გამოძიებასთან. იმედი მაქვს, რომ ეფექტურად წარიმართება. არ არის ამ საქმეში რაიმე დეტალი, რომელსაც მხოლოდ გამომძიებელს ვეტყვი და რომელიც საჯაროდ არ გამიჟღერებია. ეს ისტორია მე უკვე საჯაროდ რამდენჯერმე მოვყევი, იგივეს უკვე გამოკითხვის ფორმით, ბუნებრივია, მოვუყვები გამომძიებელს.

ერთადერთი, რა წუხილიც ამჟამად მაქვს, არის გამოძიების ეფექტურობა და ამ ამბის შესაძლო გავლენა – ადვოკატების სამართლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების, განსაკუთრებით და თავად მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე.

მე მეშინია იმისა, რომ ამ ისტორიის საბოლოო ეფექტი იქნება არა რაიმე ტიპის სამართლებრივი რეაგირება, სახელმწიფოს მიერ გაჩენილ გადაცდომაზე, არამედ რეაგირება იქნება ადვოკატების კიდევ უფრო შეზღუდვა იმისთვის, რომ ჩვენ ასეთი ფაქტების დაფიქსირება ვეღარ შევძლოთ.

სავარაუდო სახელი და გვარი მე ამ პირისა ვიცი. თუმცა იმის გამო, რომ არ ვარ დარწმუნებული საჯაროდ არ მინდა გავაჟღერო, მაგრამ ეს ძალიან მარტივად დადგენადი ფაქტი გახლავთ. ვიცი, რომ ის არის ერთ-ერთ მაღალჩინოსნის ნათესავი და ოჯახით მუშაობს ამ დაწესებულებაში“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, შოთა თუთბერიძის გუშინდელ განცხადებას:

,,ვაპირებთ, რომ განცხადებით მივმართოთ საგამოძებო უწყებებს. დარწმუნებული იყოს ეს ვაჟბატონი, რომ ყველა ზომას მივმართავ იმისთვის, რომ დაისაჯოს კანონის შესაბამისად. ჩანს როგორ ადამიანებს ეყრდნობა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის რეპრესირების დროს“, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ვფიქრობ, ყოველი დღე ასე უნდა დავიწყოთ და აქციაც ამის გამო უნდა გაკეთდეს…” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, კონკრეტული მოთხოვნებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...