უკრაინის კვალდაკვალ, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი მოამზადა საქართველოს ხელისუფლებამაც. ამასთან დაკავშირებით ისაუბრა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ:
“არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ დოკუმენტში და ქაღალდზეა ასახული – ის რაზედაც ვლაპარაკობ, ეს არის ფორმალური ნაწილი. დიდი ხნის მანძილზე ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს ყველა ევროპულ სტრუქტურაში და ჩვენ პარტნიორი ქვეყნებთან.
ოპოზიციასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ მე პირადად არავითარი ინტერესი არ მაქვს, ან ნებისმიერი რეზოლუციით, ან განცხადებით გამოვიდე იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომელმაც საკმაოდ სერიოზული, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ჩვენ ქვეყანას, მაგრამ თუკი მხარს დაუჭერს და შემოუერთდება, რასაკვირველია, ეს იქნება, გარკვეულწილად, პოზიტიური,” – ამბობს გიორგი ვოლსკი.