უკრაინასთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის პოზიციისა და ქმედებების პოზიტიური შეფასებებით აღსავსე პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, საზოგადოებრივი არხის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:
“ვიღაცებმა ტაში რომ შემოსცხეს, – უკრაინამ ელჩი გაიწვიაო, აბა, დაფიქრდით რა ჰქვია მის თანამდებობას:
🔴 საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თუ
🔴 საქართველოს მთავრობაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდა
🔴 “ქართულ ოცნებაში” უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი?
კაცი ომშია და როგორ მივდგე სრულიად დამსახურებულად, მაგრამ თქვენ რომ დუპლეტები ხართ, არ ვთქვა?! დაგიმალოთ?! 🤔
სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიცია კი არ არის ამორალური, ზელენსკის საქციელია კრეტინული!
ბელორუსთან რატომ არ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა?!
ისრაელიც არ შეუერთდა სანქციებს, ისრაელიდან რატომ არ გაიწვია ელჩი?!
პოლონეთის და უნგრეთის მთავრობებს რატომ არ ეუბნება, – ამორალურია, რომ არ გვეხმარებითო?!
მაინც მივდექი! 😊
რა ქნას საქართველომ, –
🔵 გაეროში მხარი დაუჭირა!
🔵 ევროსაბჭოში მხარი დაუჭირა!
🔵 ევროპის მაუწყებელთა კავშირში მხარი დაუჭირა!
🔵 მილიონი ლარის ღირებულების 100 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა!
სადაც შეუძლია, ყველგან მხარს უჭერს და ჩვენ მიერ სანქციების გამოცხადება რუსეთზე მეტად ჩვენვე რომ დაგვაზარალებს, ეს არ გაითვალისწინოს საქართველოს მთავრობამ?!
უარი ვთქვათ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებზე და მოსახლეობის უსაფრთხოებაზე?!
საქართველოს მთავრობა არ გახსნის მეორე ფრონტს!
არავითარ შემთხვევაში არ გახსნის, რადგან ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ფრონტის გახსნით საქართველოშიც ისეთივე საშინელება დატრიალდება, როგორიც უკრაინაში ტრიალებს!
საქართველოს მთავრობამ უპირველესად იმაზე უნდა იფიქროს (და იმედი მაქვს, უკვე იფიქრა!), რა უნდა გავაკეთოთ, თუკი თვითონ რუსეთი გა(გვ)იხსნის აქ მეორე ფრონტს!
აი, მაშინ ვიქნებით, – სოლიდარულები კი არა, განწირულები!
ჩვენ ვის უნდა დავეხმაროთ, აქეთ ვართ დასახმარებლები!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ბონდო მძინარაშვილი.

