სამშაბათი, მაისი 13, 2025
12.5 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ ყაველაშვილი "ნაციონალურ მოძრაობას" – "მავნებლური ძალა ხართ"

მიხეილ ყაველაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” – “მავნებლური ძალა ხართ”

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს 2008 წელს ხელმოწერილი რეზოლუცია შეახსენა და მათ „მავნებლური ძალა“ უწოდა.

ბევრი საუბარი მინდოდა გავლილ წლებზე, ამ არსებებზე – „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რადიკალურ ოპოზიციაზე. რეზოლუციაზე რატომ მოაწერეს ხელი? საკუთარ სამხედროებს აბრალებენ ომის დაწყებას და თუ არ აბრალებთ ესე იგი პროვოცირება გააკეთეთ. მავნებლური ძალა ხართ!

„ქართულმა ოცნებამ“ სტრასბურგში მოიგო ეგ თქვენი სამარცხვინო ხელმოწერის შემდეგ. დავაბრუნეთ ეგ საქმე უკან, მაგრამ თქვენი საქციელი რასაც აკეთებთ ქვეყნის შიგნით როგორც იქცევით.

გაგახსენებთ, რომ 2008 წლის შემდეგ მთელი საზოგადოება, ის ოპოზიცია რომელიც ცემეთ, გალახეთ, აწამეთ და მოკალით, ყველა ერთ ხმად დაგიდგათ გვერდზე ხელისუფლებას და მორატორიუმი გამოცხადდა და ყველა ერთად ვიდექით მაშინ.

და რა დღეში ხართ ეხლა? რას გავხართ?

ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ დღეს რომ არის ერთიანი არასდროს არ ყოფილა ასე. ვერ ეღირსებით, რომ რამე დაგვიშავოთ. ზუსტად იმ აზრზე ვართ რასაც ირაკლი ღარიბაშვილი იძახის.

ამას ავიტანთ, რომ ქვეყნის შიგნით ამას ცდილობთ და ზოგიერთი გულმხურვალე ახალგაზრდა გინდათ შეცდომაში შეიყვანოთ, მაგრამ ეს სამარცხვინო საქციელი გასცდა ჩვენს საზღვრებს გარეთ.

ეხლა იქ დაიწყეთ საკუთარი ხელისუფლების დამუნათება, თან გვეუბნებით ერთად დავდგეთ და ევროკავშირში შევიდეთ და თან ესე სამარცხვინოთ იქცევით და ამუნათებთ თქვენს ხელისუფლებას.

ეს არის თქვენი საქციელი? ესა ხართ? ეს არის მოქალაქეობა და ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება?“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

“ის მისწრაფება, რასაც ქართველი ხალხი გამოხატავს ევროკავშირთან დაკავშირებით, არ აღიქმება ოპოზიციის გზად” – ირაკლი...

ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საკითხზე პოლიტიკურ შეფასებას და კონკრეტულ შედარებას...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...