ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს სანქციები არ იქნება მტკივნეული რუსეთისთვის, მაგრამ იქნება...

“ეს სანქციები არ იქნება მტკივნეული რუსეთისთვის, მაგრამ იქნება ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის!” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომეტარს აკეთებს რუსეთ-უკრაინის ომთან და რუსეთისთვის სანქციების დაწესების თემასთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, საქართველოს არ აქვს რესურსი, რომ დღეს ისაუბროს სანქციებზე:

,,სანქციებს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით პრემიერმა გააკეთა მკაფიო განცხადება. რა თქმა უნდა, ეს განცხადება იყო განხილული გუნდში. ბუნებრივია, ამას ყველა ვიზიარებთ. როდესაც ჩვენ გვაქვს საუბრები, მაგალითად ოპოზიციასთან, დახურულ რეჟიმში, რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს იმას, რომ ეს სანქციები არ იქნება მტკივნეული რუსეთისთვის, მაგრამ იქნება ძალიან მძიმე ქართველი ხალხისთვის.

ასეთ დროს ჩვენ გვმართებს ყველაფრის აწონ-დაწონვა, ამის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება და ამას ეფუძნებოდა ჩვენი გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით.

საქართველოს არ აქვს რესურსი, რომ დღეს ისაუბროს სანქციებზე – ეს მკაფიო განცხადება გაკეთდა პრემიერის მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

მმართველი პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიძე ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საზოგადოებაში შეიქმნა ემოციური აჟიოტაჟი და აღნიშნავს, რომ საუბარია მხოლოდ კანდიდატის პერსპექტივის მინიჭებაზე:

,,რაც შეეხება ამ განაცხადს – არასწორი ინფორმაციების გავრცელების საფუძველზე შექმნილია არასწორი ემოციური აჟიოტაჟი. საქმე გვაქვს იმასთან, რომ ომის გათვალისწინებით უკრაინას შესთავაზეს დაჩქარებული წესით კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივის განხილვა.

აქ არ არის საუბარი უკრაინის გაწევრიანებაზეც კი. საუბარია უკრაინისთვის კანდიდატის პერსპექტივის მინიჭებაზე. ეს არის რაზეც საუბრობენ ევროკავშირის წარმომადგენლები და ლიდერები.

ჩვენ გვქონდა წინასწარი კონსულტაციები ევროკავშირის წარმომადგენლებთან, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი უკრაინის მიმართ. თუმცა, აქაც ამ ყველაფერს დაჭირდება წლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სალომე ზურაბიშვილი აღლუმს ალბათ ალეკო ელისაშვილისგან ჩაიბარებს, ეს იქნება ერთადერთი, რაც მან შეიძლება, ჩაიბაროს”...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ეხმაურება საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

“ჩემს საქმიანობას იკვლევს წულუკიანის “კომისია”, ხოლო ქოცების საქმიანობას 🇺🇸 ამერიკის კონგრესის მთელი შემადგენლობა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ერთგვარ შეფასება-შედარებას ახდენს მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...