ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა რუსულ მედიაში გავრცელებული ნარატივი იმასთან დაკავშირებით,...

“პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა რუსულ მედიაში გავრცელებული ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები არ მუშაობს” – პაატა მანჯგალაძე

პარტიია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებაზე შეფასებები გააკეთა და კონკრეტული შეკითხვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას:

ეს არის მნიშვნელოვანი თანადგომა, რაც იყო დღეს საქართველოს პარლამენტში, დროშის ფერებით არის მორთული, ძალიან სიმბოლურია და მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ ჩვენი მხარდაჭერა ამ ფორმას გაცდება, შინაარსს შეიძენს და კონკრეტულ ქმედებებში გადავა.

თქვენ იცით, რომ გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ იყო „ალდეს“ სამიტი. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა დააყენეს საკითხი საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ჩვენი მეგობრების, ლიბერალებისა და დემოკრატების პარტნიორების მხრიდან გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ მიმართულებით. იმედს ვიტოვებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპის სახალხო პარტიასთან“ ერთად, თავის პარტნიორებთან ერთად, იმუშავებს ამ მიმართულებით, ასევე, სოციალ-დემოკრატებთან ერთად იმუშავებს „ქართული ოცნება“ და ჩვენ გვექნება სრული მხარდაჭერა ევროპარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით.

მე მინდა, რომ გავიგო „ქართული ოცნების“ პოზიცია, ისევ შეცვლილი რეალობის პირობებში, 2024 წელს ველოდებით თუ ვაპირებთ, ვისარგებლოთ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით, მომენტუმით და დავიწყებთ დაჩქარებული წესით საქართველოს გაწევრიანების პროცესს. ანუ, მივმართავთ ევროპას ამ განაცხადით.

ასევე, მინდა პირდაპირ დავუსვა კითხვა „ქართულ ოცნებას“ – ისინი ემიჯნებიან თუ არა პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ევროპაშიც კი, სკეპტიკოსებმა, უკრაინა-რუსეთის ფონზე, შეიცვალეს პოზიცია, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვლავ აგრძელებს საკუთარი ქვეყნის დადანაშაულებას ომის დაწყებაში.

ასევე, პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა რუსულ მედიაში გავრცელებული ნარატივი იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები არ მუშაობს. უმრავლესობას ვეკითხები – თქვენ მიგაჩნიათ, რომ ევროპული სანქციები სუსტია და არ მუშაობს?

ასევე, მან თქვა, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით ჩუმად, საქართველოს უფრო მეტად მოხვდება. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია და ამაზე ასე ფიქრობთ თუ არა უმრავლესობის წარმომადგენლები?

ხშირად საუბრობთ პრაგმატულ პოლიტიკაზე და მინდა გკითხოთ: ამ პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე, რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაში ვინ გაიმარჯვებს პრაგმატული პოლიტიკიდან გამომდინარე და როგორ ფიქრობთ, ვის მხარეს უნდა იყოს საქართველო“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

“მიშას ჯინაზე ქოცებო – დამწყებო პოლიტიკოსებო… პატიმარ კაცთან ბრძოლა ვინ გასწავლათ?” – ელისო კილაძე

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით კონკრეტულ პიროვნებებს, პირდაპირი მინიშნებით მიმართავს...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...