შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტებიკახა კალაძე: უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება...

კახა კალაძე: უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები შემაშფოთებელია და საერთაშორისო სამართლის წესებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინას მისი ცხოვრების ბევრი დასამახსოვრებელი წუთი, წარმატება და გამარჯვება უკავშირდება.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. შემაშფოთებელია იქ მიმდინარე ომი. უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება მიუღებელია და რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის წესებსა და ყველანაირ პრინციპებს.

რთულია, ემოციების გარეშე უყურო ამ ყველაფერს. ჩვენ ყველას გვტკივა თითოეული დაკარგული სიცოცხლე, ცრემლი და ჭრილობა. მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. გარკვეული წლების განმავლობაში, მომიწია უკრაინაში ცხოვრება, კერძოდ კიევში. ძალიან ბევრი დასამახსოვრებელი დღე და წუთი მახსოვს. ბევრი წარმატება, გამარჯვება და დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინელ ხალხთან.

მინდა უკრაინელ ხალხს ჩემი სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს უკრაინისა და უკრაინაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც ქართველს, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, განსაკუთრებით მეამაყება, რომ საქართველოს დიპლომატიური მისია იმ ერთეულებს შორისაა, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, არ მოატოვა უკრაინა და უკრაინაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები. განსაკუთრებული მადლობა მათ ამისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია”...

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...