ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
11.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ევროკავშირის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირში საქართველოს...

“ევროკავშირის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირში საქართველოს და მოლდოვას დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ” – სერგო ჩიხლაძე

მიღებულ იქნა მაღალი დონის დოკუმენტი, რეზოლუცია და პირველად, ევროკავშირის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირში საქართველოს და მოლდოვას დაჩქარებული გაწევრიანების შესახებ, – ამის თაობაზე „სტრატეგია აღამაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი თქმით, აღნიშნული რეზოლუციის მიღება არის უდიდესი გამარჯვება.
როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ამ დოკუმენტს ევროპარლმენტარები დაეთანხმნენ.

დღეს, რამდენიმე საათის წინ შედგა „ალდეში“ შემავალი პარტიების სამიტი, რომელიც არის უმსხვილესი ფრაქცია ევროპარლამენტში და „ალდეს“ წევრები არიან „სტრატეგია აღმაშენებელი,“ „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ – მიღებულ იქნა მაღალი დონის დოკუმენტი, რეზოლუცია და პირველად, ასეთი დონის, ევროკავშირის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი, უკრაინასთან ერთად, ევროკავშირში საქართველოს და მოლდოვას დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ.

ეს არის უდიდესი გამარჯვება და ეს ინიციატივა იყო ჩვენგან შეტანილი, რაშიც დაგვეთანხმნენ ჩვენი ევროპარლმენტარები.

ინიციატორი იყო პირადად გიორგი ვაშაძე, რომელიც ესწრებოდა ამ სამიტს. ამ სამიტს ასევე ესწრებოდნენ ხათუნა სამნიძე და თამარ კეკენაძე.

ეს არის უდიდესი გამარჯვება მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი გამარჯვება საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქართული ოცნების” ყრილობის მოკლე შეჯამება: ყველგან კობახიძე, არსად სამართალი” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ყრილობის ინტერპრეტირებულ შეფასებას...

“თუ გაინტერესებთ, რეგიონში ვინ ვისკენაა ინდოეთ-პაკისტანის დაპირისპირებაში…” – ზურაბ ბატიაშვილი

აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ ბატიაშვილი შეფასება-განმარტებებს აკეთებს ინდოეთ-პაკისტანის...

“🇬🇪🇺🇸 გიორგობის დღესასწაულისთვის ამერიკის კონგრესმა დიდი საჩუქარი გაუკეთა ქართველ ხალხს” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს კონგრესში "მეგობარი აქტის" მიღებას ემოციური შეფასებებით ეხმიანება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...